მეცნიერებმა ოჯახური ჰარმონიის დადგომის ზუსტი ვადები დაასახელეს

მეცნიერებმა ოჯახური ჰარმონიის დადგომის ზუსტი ვადები დაასახელეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ოჯახურ თანაცხოვრებაში სრული ჰარმონიის დადგომის ზუსტი ვადები დაადგინეს.

როგორც ირკვევა, ოჯახური ბედნიერება წყვილის თანაცხოვრების 2 წლის, 11 თვისა და 8 დღის თავზე დგება. ამ დროისთვის მეუღლეები ერთმანეთის "უარყოფით" თვისებებს, რომელთა გამო უწინ მდგომარეობიდან გამოდიოდნენ, საბოლოოდ ეგუებიან.

მეცნიერებმა ეს შედეგი დიდი ბრიტანეთის 4 ათასი ადამიანის გამოკითხვის შემდეგ მიიღეს. აღმოჩნდა, რომ თურმე მეუღლეებს თანაცხოვრების სამი წელი სჭირდებათ, რათა სამომავლო მიზნები და გეგმები საბოლოოდ ჩამოაყალიბონ.

ბრიტანელ მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, 2 წლისა და 4 თვის თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეთა სექსუალური ცხოვრება ყველაზე ჰარმონიული ხდება. ამ დროისთვის პარტნიორები ერთმანეთთან სრულიად ადაპტირებულნი არიან და შესაბამისად, სიახლოვისგან მაქსიმალურ სიამოვნებას განიცდიან.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს