ავტორი:

2 400 დოლარიანი პალტო და ექსკლუზიური კაბა - რა ეცვა აშშ-ის პირველ ლედის თეთრი სახლის ნაძვის ხის მორთვის დროს

2 400 დოლარიანი პალტო და ექსკლუზიური კაბა - რა ეცვა აშშ-ის პირველ ლედის თეთრი სახლის ნაძვის ხის მორთვის დროს

თეთრი სახლი შობა-ახალი წლისთვის ემზადება. საახალწლო ნაძვის ხის მორთვა და ოთახების დეკორაციებით გაფორმება აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის პრეროგატივაა.

დეკორაციას ის ყოველ წელს სხვადასხვა თემატიკის მიხედვით არჩევს. წელს, მთავარ თემად პატრიოტული მოტივები აირჩია. "ამერიკის სული", სწორედ ასე უწოდა მელანიამ საახალწლო დეკორაციების მთავარ თემას.

პირველმა ლედიმ Twitter-ისა და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სწორედ თეთრი სახლის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები ჩანს.

როგორც წესი, დეკორაციებზე უფრო მეტად, საზოგადოების ყურადღებას მელანიას სამოსი იპყრობს. ამჯერად, პირველმა ლედიმ მინიმალისტურ სტილზე შეაჩერა არჩევანი და თავადაც დეკორაციების ფერების შესაბამისად ჩაიცვა.

მელანიას Max Mara-ს კრემისფერი პალტო აცვია, რომელიც 2 400 დოლარამდე ღირს. ყურადღებას იპყრობს ამავე ფერის მაღალქუსლიანი, კლასიკური ფეხსაცმელი და კრემისფერივე კაბა, რომელიც ექსკლუზიურად მელანია ტრამპისთვის დიზაინერმა, ჰარვი პიერმა შექმნა.

რაც შეეხება საახალწლო დეკორაციას, ძირითადი ფერები წელს თეთრ სახლში თეთრი, კრემისფერი და მწვანე იქნება, თუმცა ზოგიერთ ოთახში წითელ დეტალებსაც შეხვდებით.

პირველმა ლედიმ საშობაო მორთულობას მბრწყინავი ეფექტებიც დაამატა. ასევე არის დიდი რაოდენობით თეთრი ფერის ყვავილები, ხელოვნური თოვლი და მოციმციმე ვარსკვლავები.

ყველაზე განსხვავებულად მიღებებისთვის განკუთვნილი მთავარი ოთახი გამოიყურება, სადაც დეკორაციას წითელი შტრიხები აქვს დამატებული.

მელანია ტრამპის ცნობით, დეკორაციებით თეთრი სახლის გაფორმებაზე მოხალისეებმა იმუშავეს. თეთრი სახლის შობა-ახალი წლისთვის მორთვას ერთი თვე დასჭირდა, თუმცა გეგმა ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში შეიმუშავეს.

სტილის გაკვეთილები ივანკა ტრამპს მელანიასგან - როგორ გამოიყურებოდნენ აშშ-ს პირველი ქალები ინდოეთში ვიზიტისას

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია