ავტორი:

"ერთ დროს უსახლკარო ვიყავი, ახლა სახლებს ვყიდი" - როგორ გამდიდრდა კაცი, რომელსაც 17 წელი პარკში, სკამზე ეძინა

"ერთ დროს უსახლკარო ვიყავი, ახლა სახლებს ვყიდი" - როგორ გამდიდრდა კაცი, რომელსაც 17 წელი პარკში, სკამზე ეძინა

მსოფლიოში უამრავი უსახლკაროა და საბედნიეროდ, ზოგიერთი მათგანი თავს აღწევს გასაჭირს. ახლა ამერიკელ სკოტ პარსელზე მოგიყვებით, რომელმაც 17 წელი ქუჩაში გაატარა და პარკში, ერთსა და იმავე სკამზე ეძინა.

სკოტი დღეს უძრავი ქონების აგენტია. ის ბევრისთვის მოტივაციის წყაროა და მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას.

"მე სკოტ პარსელი ვარ, უძრავი ქონების აგენტი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქში, ვაშინგტონში. ძალიან დიდი განსხვავებაა ქონებასა და არქონებას შორის.

ქუჩაში ვცხოვრობდი და დაახლოებით 17 წლის განმავლობაში ყოველდღე ერთსა და იმავე სკამზე მეძინა. უსახლკაროთა რაოდენობა ვაშინგტონში მზარდია. ძალიან რთულია აქ მატერიალურად გაწვდე ბინის დაქირავებასაც კი“, - ამბობს სკოტი BBC-სთან.

ის ესწრებოდა რეაბილიტაციის პროგრამას, სადაც მენტორი დაეხმარა, უძრავი ქონების აგენტი გამხდარიყო. "ვამბობდი: ღმერთო ჩემო, წელიწადში 160 000 დოლარს გამოვიმუშავებ, რა გავაკეთო? და შემდეგ ვფიქრობდი - შენ შეგიძლია იყიდო ნებისმიერი რამ, რაც მოგინდება!

პიტსბურგში, პენსილვანიაში დავიბადე. დედამ ბებიასა და ბაბუასთან დამტოვა. მამა არასოდეს მინახავს... როცა 11 წლის ვიყავი, დედა ვაშინგტონში გადავიდა, სადაც ფოსტაში მუშაობდა. მან მითხრა, რომ დრო დადგა წავსულიყავი და მის გვერდით მეცხოვრა. ჩემზე უფროსი ადამიანების გვერდით მიწევდა მთელი დროის გატარება. მათ შორის ნარკოტიკების მომხმარებლებიც იყვნენ.

არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე საკუთარი სახლი მექნებოდა. ამიტომაც, მართლა არ მქონია აღქმა, რა შეიძლება იყოს სახლი. მე მაქვს პატარა, სასიამოვნო საცხოვრებელი. იმ წუთას, როცა ხელში გასაღები ავიღე, არ მქონდა საწოლი, არ მქონდა ზეწრები, საერთოდ არაფერი არ მქონდა. ასე რომ, მოვედი და იატაკზე დავწექი. უკიდურესად აღფრთოვანებული ვიყავი. როცა კარს გადმოვაბიჯე, მქონდა სიმსუბუქის განცდა, განცდა იმისა, რომ მაქვს ადგილი, რომელიც ჩემია, რომ შემიძლია დავკეტო კარი და ვიყო მარტო, თავი მოვუყარო ფიქრებს.

ყოველ დღე დავდივარ პარკში და ვიგებ, თუ რა ხდება ხალხში. როგორც ამბობენ, ცალი ფეხი ქუჩაში დავტოვე. იცით, მე არაფრით განვსხვავდები მათგან, ვინც ქუჩაში ცხოვრობს. მე ისევ მე ვარ. ზოგიერთ ადამიანს ცოტათი უფრო უმართლებს, ზოგს - არა“, - ამბობს სკოტ პარსელი.

რომის პაპი: "ჭამა და სექსი ღვთის მიერ გამოგზავნილი ღვთიური სიამოვნებებია"

აშშ-ში "აპოკალიფსი დადგა" - შემზარავი ფოტოები და ვიდეო შტატებიდან, სადაც უპრეცედენტო ხანძარს ებრძვიან

ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?