ავტორი:

ცნობილი რუსი ასტროლოგი ასახელებს  ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელსაც  2020 წელს ფული "ციდან დაეყრება თავზე"

ცნობილი რუსი ასტროლოგი ასახელებს  ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელსაც  2020 წელს ფული "ციდან დაეყრება თავზე"

2019 წელი დასასრულს უახლოვდება და უკვე ყველა მომავალ წელზე ფიქრობს, ახალ საქმეებს, პროექტებს გეგმავს. პაველ გლობა გვირჩევს, არ დავთანხმდეთ სწრაფი ფულის გამომუშავებას, არ გავრისკოთ საეჭვო გარიგებებით. მოგვიწოდებს მეტი შრომისმოყვარეობისკენ. თუმცა აღნიშნავს, რომ ძლიერი მარსის ზეგავლენით, იღბალი განსაკუთრებით დააბერტყავს მატერიალურ კეთილდღეობას ამ სამ ნიშანს:

  • მორიელი

გლობა გირჩევთ, 2020 წელს გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ, განსაკუთრებით, სამსახურის თემებთან დაკავშირებით. იყავით გააზრებული და "ცხელ გულზე" ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს. პლანეტები კარგად არიან განლაგებულნი და ისარგებლეთ მათი კეთილგანწყობით. სერიოზულად მიუდექით სამუშაო საკითხებს. გააანალიზეთ ყოველი ნაბიჯი, სიტყვა. სწორი გადაწყვეტილების მიღება დაგეხმარებათ მყარი და საიმედო ფინანსური ფუნდამენტი შეიქმნათ.

  • ლომი

ნუ ჩაიციკლებით მატერიალურ საკითხებზე და ნუ იდარდებთ უფულობას. მეტად უნდა დაისვენოთ, გაატაროთ დრო ახლობლებთან ურთიერთობაში. იზრუნოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, დაკავდეთ ჰობით და თქვენც კი გაგიკვირდებათ, ისე აღმოაჩენთ, რომ საფულეში გამოულევად გაქვთ თანხა.

ნუ იოცნებებთ ერთიანად დიდი კაპიტალის ხელში ჩაგდებაზე. ასეთი დამოკიდებულებით დააფრთხობთ ფულს. ნელ-ნელა შეასრულეთ თქვენი საქმეები და დაელოდეთ იმ მომენტს, როცა ფინანსების უწყვეტი შემოდინებით დატკბებით.

  • თევზები

2020 წელი მშვენიერ დასვენებასა და შვებულების გატარებას გპირდებათ. წლის პირველ ნახევარში საქმეებისგან უნდა დაისვენოთ. გაემგზავრეთ მშობლიური კუთხიდან შორს, არ იფიქროთ სამსახურზე. იქიდან დაბრულებული, იდეებითა და ჩანაფიქრებით აღსავსე, სწრაფად შეძლებთ სისრულეში მოიყვანოთ ახალი პროექტები, რაც ზღაპრულად გაგამდიდრებთ. ნუ შეგეშინდებათ იმ იდეების განხორციელება, რაც საქმეებისგან დასვენებულ თავში მოგივათ.

რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას

"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, რომ ჩამეძინოს და ნანა დამესიზმროს..." - გელა ჩარკვიანის მოგონებები ცოლზე, რომელიც ყველა წყვილმა უნდა წაიკითხოს

რატომ არის ვალენტინობა სიყვარულის დღე - ლეგენდები და რეალობა 14 თებერვალზე