ავტორი:

ცოლ-ქმარი, რომლებიც 68 წელი იყვნენ დაქორწინებულნი, ერთად გარდაიცვალნენ - დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი

ცოლ-ქმარი, რომლებიც 68 წელი იყვნენ დაქორწინებულნი, ერთად გარდაიცვალნენ - დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი

რომანტიკული ურთიერთობის ხანგრძლივად შენარჩუნება ძალიან რთულია. ერთსა და იმავე პარტნიორთან მთელი ცხოვრების გატარება ზოგს წარმოუდგენლადაც მიაჩნია, მაგრამ ჩვენ გარშემო არიან წყვილები, რომლებსაც არ ჰბეზრდებათ ერთმანეთი და მყარ ურთიერთობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ.

ცოლ-ქმარი აშშ-დან, კორინ და რობერტ (რობ) ჯონსონები სწორედ ასეთი წყვილი იყო. ისინი 68 წლის განმავლობაში ქორწინებაში იყვნენ და იმ დროიდან მოყოლებული, როცა ერთმანეთი შეუყვარდათ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე განუყრელად ცხოვრობდნენ.

24 ნოემბერს 87 წლის კორინი გულის უკმარისობის დიაგნოზით გარდაიცვალა, მომდევნო დღეს კი 88 წლის რობერტიც წავიდა ამ ქვეყნიდან. ის კიბოს ებრძოდა. რობერტი კორინის სიკვდილიდან ზუსტად 33 საათში გარდაიცვალა.

შვილებისთვის დედისა და მამის სიკვდილის ჯაჭვური კავშირი განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა.

„მამა კეთილშობილებით გამოირჩეოდა და საოცრად ჯენტლმენი იყო. გამორიცხულია. კარი არ გაეღო და გზა არ დაეთმო შენთვის. გარდაცვალების დროსაც კი ჯენტლმენობა გამოავლინა - ჯერ დედას დაუთმო გზა, ხოლო შემდეგ თავადაც წავიდა ამქვეყნიდან“, - ამბობს სამაგალითო შეყვარებულების შვილი, ბრენტ ჯონსონი.

რობერტსა და კორინს ერთმანეთი ბავშვობაში შეუყვარდათ. ისინი მინოსეტაში, ფერმერთა ოჯახებში, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. მათ გააფართოვეს ფერმა და ოჯახი ფინანსურად გააძლიერეს.

წყვილმა შვიდი შვილი გაზარდა. მთელი ცხოვრება ფერმასთან ახლოს მდებარე პატარა სახლში გაატარეს. სიცოცხლის უკანასკნელი ექვსი თვე კი, ორივე კლინიკაში იყო - რობერტი სიმსივნეს ებრძოდა, ხოლო კორინი გვერდიდან არ შორდებოდა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კორინმა თავის ქმარს უთხრა, რომ ძალიან უყვარდა და აკოცა. ეს ტკბილი საუბარი მათ შორის უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგანაც კორინს გულის შეტევა დაემართა და 24 ნოემბერს გარდაიცვალა.

შვილები იხსენებენ, თუ როგორ ტიროდა ბობი ცოლის გარდაცვალების შემდეგ.

„ის 33 საათი, რომელიც მამამ დედის გარდაცვალების შემდეგ იცოცხლა, თვალზე ცრემლი არ შეშრობია, ზუსტად 33 საათის გასვლის შემდეგ კი, თავადაც დაგვტოვა.

ჩვენი მშობლები ყოველთვის ცხოვრობდნენ ისე, როგორც ერთი მთლიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არც ერთი აღარ მყავს გვერდით, მაინც მშვიდად ვარ, რადგანაც ვიცი, რომ ერთად არიან“, - ამბობს წყვილის ქალიშვილი, ბეტი.

ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო

ქმარმა უსინათლო ცოლს სურნელოვანი ყვავილების ბაღი გაუშენა, რათა სამყარო სუნით შეეგრძნო

27 წლის  მილიონერი ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, ფოტოებს გადაუღებს და ამაში 55 ათას დოლარს გადაუხდის