ავტორი:

ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის - "საზოგადოებას ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ"

ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის - "საზოგადოებას ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ"

მომღერალ ზურა ხაჩიძის და ფილოგიის დოქტორ ხათუნა ჟორდანიას წყვილი საზოგადოებაში მუდმივად აქტუალურობით სარგებლობს. ინტერესი მათი ოჯახის მიმართ, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიზარდა, რადგან ისინი არსებული ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები არიან, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას კი ჯერ კიდევ წინა მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან გმობენ, რის გამოც დევნის და შანტაჟის ობიექტი არაერთხელ გამხდარან.

6 თვის წინ, ზურა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ დაინიშნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ზურა ხაჩიძე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ინტერვიუებს აღარ აძლევს ჟურნალისტებს, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს, მათი ოჯახი განსაცდელშია - ხათუნა ჟორდანია უმძიმეს დაავადებას - ფილტვის სიმსივნეს ებრძვის და ოჯახის ყურადღება ახლა მხოლოდ მისკენ არის გადატანილი. უფრო დეტალურად მეუღლის მდგომარეობაზე ხაჩიძე "რეიტინგს" ესაუბრა:

- ზურა, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი ოჯახი ახლა დიდი განსაცდელის წინაშე დგას. თქვენი მეუღლე ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის, რას ამბობენ ექიმები?

-ხათუნას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ის ყველაფრის მიუხედავად გვერდით მიდგას. მას უნდა ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ ბიუჯეტს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს და ვერ ვახერხებ. ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და მადლობა ღმერთს, გაუმჯობესდა მდგომარეობა. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიგებთ, რა მდგომარეობაშია მისი დაავადება. იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ.

- ვინ გეხმარებათ ამ მომენტში ანასტასიას აღზრდაში?

- ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ოჯახის წევრი სახლში - ძიძა. ის ძალიან გვიდგას გვერდით მეც, ნინისაც და ხათუნასაც. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს. ხათუნა ისრაელში მკურნალობს და მუდმივად ხელს მიწყობენ მასთან ერთად ვიყო. ხათუნას დიაგნოზი არის მარჯვენა ფილტვის სიმსივნე.

- როგორ გაიგეთ ამ დაავადების შესახებ?

- შემთხვევით გავიგეთ, ახველებდა, ნინიმ ექიმთან წაიყვანა და გავიგეთ რომ ასეთი ამბავი ჰქონდა. მინდა საზოგადოებას ვთხოვო როცა წაიკითხავს ამ ინტერვიუს პირჯვარი გადაიწეროს და გამოჯანმრთელება უსურვოს ხათუნას. ადრეც ვთხოვე ეს საზოგადოებას. როცა მე და ხათუნა შეყვარებულები ვიყავით, ამას დიდი სკანდალი მოჰყვა და ვთქვი, ვინც გაიგებს ჩვენი დაქორწინების ამბავს პირჯვარი გადაიწეროს და თქვას ღმერთმა ბედნიერები ამყოფოს-თქო და ახლაც იგივეს ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ ხათუნას...წაიკითხეთ სრულად ინტერვიუ

ჟან კლოდ ვანდამის ვაჟმა ცოლად აზერბაიჯანელი გოგონა მოიყვანა - აზერბაიჯანულ-ჰოლივუდური ქორწილის დეტალები

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?