ავტორი:

ალპებში აღმოაჩინეს ბაზა, საიდანაც რუსი აგენტები მკვლელობებს და საბოტაჟს გეგმავდნენ - როგორი სქემით მოქმედებდა ГРУ?

ალპებში აღმოაჩინეს ბაზა, საიდანაც რუსი აგენტები მკვლელობებს და საბოტაჟს გეგმავდნენ - როგორი სქემით მოქმედებდა ГРУ?

საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde წერს.

გამოცემის ცნობით, სადაზვერვო სამსახურებმა 15 აგენტი გამოავლინეს და ყველა მათგანი ГРУ-ს ელიტარული დანაყოფის, 29 155-ის წევრია. ბრიტანული, შვეიცარიული, ფრანგული და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ისინი 2014-2018 წლებში ალპებს, ზემო სავოიას რეგიონს, ევროპაში განხორციელებული საიდუმლო ოპერაციების ბაზად იყენებდნენ.

აგენტებს შორის არიან, ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, რომლებიც 2018 წელს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის და მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურირებენ.

სწორედ სკრიპალის მოწამვლის საქმის შემდეგ დაიწყეს ერთობლივი შეტევა რუსეთის აგენტურაზე ბრიტანეთის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და აშშ-ის სადაზრვერვო სამსახურებმა.

საბოლოოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული მოწამვლის შემთხვევისა, ГРУ-ს რამდენიმე გავლენიანი აგენტი ფიგურირებს 2015-2016 წლებში მომხდარ სხვადასხვა მკვლელობისა და დივერსიული აქტის ორგანიზების საქმეშიც, თუმცა რუსეთი მსგავს ინციდენტებში მონაწილეობას უარყოფს.

აგენტები, როგორც წესი, ჯერ მიფრინავდნენ საფრანგეთის დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ნიცა და ლიონი, საიდანაც შემდეგ ალპებში, ზემო სავოიაში მიდიოდნენ. ზოგიერთი მათგანი საფრანგეთის ამ ნაწილს ხშირად „სტუმრობდა“, ხოლო დანარჩენები ერთხელ, ან ორჯერ იყვნენ ნამყოფები" - წერს Le Monde.

ისინი რჩებოდნენ რეგიონის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში. მისიაზე წასვლამდე ამ ტერიტორიას ერთგვარ გასაჩერებელ, მოსაცდელ ადგილად იყენებდნენ.

Le Monde-ს ცნობით, დანაყოფ 29 155-ის საქმიანობა მოიცავდა საბოტაჟის მოწყობასა და მკვლელობების ორგანიზებას.

"ბოლო პერიოდში ევროპაში მომხდარი ყველა სასტიკი და საზარელი შემთხვევების მიღმა, სავარაუდოდ, სწორედ ეს დანაყოფი დგას", - ამბობს საფრანგეთის დაზვერვის მაღალჩინოსანი გამოცემასთან საუბრისას.

გამომძიებლებმა ვერ მოახერხეს აგენტების მიერ გამოყენებული მასალისა და იარაღის ამოღება, ამ დრომდე არც ადგილობრივი თანამონაწილეები არიან იდენტიფიცირებულნი.

როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის დამარცხება - ქვეყნის პრემიერის თქმით, "COVID-19-თან ბრძოლა მოიგეს"

ბეწვის მწარმოებელ ფერმაში წაულებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

"სინამდვილეში, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-ჯერ მეტია..." - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე