ავტორი:

ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში  ბრალდებული 4 მამაკაცი  პოლიციამ დახოცა - "ეს ყველასთვის მაგალითია"

ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში  ბრალდებული 4 მამაკაცი  პოლიციამ დახოცა - "ეს ყველასთვის მაგალითია"

დელიში, ინდოეთის პოლიციამ ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში ბრალდებული 4 მამაკაცი მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

მამაკაცებს ბრალად ედებოდათ, 27 ნოემბერს, ჰაიდარაბადში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურება. გაუპატიურების შემდეგ მათ ქალი მოკლეს და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი დაწვეს.

პოლიციამ ეჭვმიტანილები შემთხვევიდან მეორე დღესვე დაკავა და ისინი დღემდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იყვნენ.

როგორც BBC წერს, პოლიციელთა თქმით, ბრალდებულები ინციდენტის ადგილას მიიყვანეს, რათა დანაშაულის სურათი აღედგინათ. სამართალდამცველთა მტკიცებით, ბრალდებულებმა მათთვის იარაღის წართმევა სცადეს, რა დროსაც პოლიციელებმა გაისროლეს და ოთხივე მათგანი მოკლეს.

აღსანიშნავია, რომ ინდოელთა ნაწილი დამნაშავეთა სიკვდილით დასჯას მოითხოვდა და ამ მოთხოვნით ბოლო დღეების განმავლობაში დელიში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ბრალდებულთა გარდაცვალების შესახებ გაიგო, ინდოეთის სხვადასხვა ქალაქებში ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი მამაკაცების გარდაცვალებას ზეიმობენ და პოლიციას ქმედებას უწონებენ.

"სიტყვები არ მყოფნის, ამ წუთას ბედნიერი ვარ და ამავდროულად ძალიან უბედური, იმიტომ რომ ჩემი გოგონა სახლში აღარასოდეს შემოვა. ვიცი, ახლა მშვიდად განისვენებს, სამართალმა იზეიმა, თუმცა ვფიქრობდი, რომ სამართალს ვერასდროს ვიპოვნიდი. არც ერთმა ქალმა არ უნდა გამოსცადოს ის უბედურება, რომელიც ჩემს შვილს დაატყდა თავს,"- ამბობს BBC-სთან საუბრისას მსხვერპლი გოგონას დედა.

გარდაცვლილი გოგონას და კი ამბობს, რომ პოლიციელების მხრიდან ბრალდებულთა დახოცვა მისთვის მოულოდნელი იყო.

"ჩემი და აღარ დაბრუნდება, მაგრამ კარგია, რომ პოლიციელებმა დამნაშავეები დახოცეს, რადგანაც სანამ რამეს ჩაიდენენ, ადამიანები დაფიქრდებიან და ეს ყველასთვის მაგალითია", - ამბობს მსხვერპლის და.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

რა გააკეთა 42 წლის ბრიტანელმა 105 მილიონი ფუნტის მოგების შემდეგ - "ასე  არავინ მოიქცეოდა..."

ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო - პუტინი