ავტორი:

რა გააკეთა 42 წლის ბრიტანელმა 105 მილიონი ფუნტის მოგების შემდეგ - "ასე  არავინ მოიქცეოდა..."

რა გააკეთა 42 წლის ბრიტანელმა 105 მილიონი ფუნტის მოგების შემდეგ - "ასე  არავინ მოიქცეოდა..."

რას გააკეთებდით ჯეკპოტი რომ მოგეგოთ, თანაც თუ თანხის ოდენობა 105 მილიონი ევრო იქნებოდა? ალბათ, დატოვებდით სამსახურს, წახვიდოდით სამოგზაუროდ, იცხოვრებდით ფუფუნებაში...

სტივ ტომპსონი 42 წლის ბრიტანელი მშენებელია, რომელმაც ერთი თვის წინ ლატარიაში ჯეკპოტი, 105 მილიონი ფუნტი მოიგო და ბევრისთვის უჩვეულოდ მოიქცა. უკვე მილიონერი სტივი, თავის საქმეს დაუბრუნდა და ისევ სამშენებლო საქმიანობას აგრძელებს. მეზობლები ამბობენ, რომ სტივი ისე იქცევა, თითქოს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.

გამოცემა The Sun წერს, რომ სამი შვილის მამა ისევ იმ იაფფასიანი მანქანით დადის, რომლითაც თანხის მოგებამდე დადიოდა.

"სტივმა ჯეკპოტი მოიგო, მაგრამ ის პასუხისმგებლობით სავსე ადამიანია და არ ტოვებს თავის სამსახურს. ასე არავინ მოიქცეოდა. ვხედავ, როგორ მიდის ყოველ დილით სამუშაოზე. მას შეეძლო წასულიყო ძვირადღირებულ მოგზაურობაში, მთელი ცხოვრება ეყოფა ეს ფული, მაგრამ ასე არ გააკეთა“, - ამბობს სტივის მეზობელი The Sun-თან საუბრისას.

სტივი და მისი ცოლი, ლენკა ტომპსონი ბრიტანეთის ქალაქ სელზიში ცხოვრობენ. ისინი ეროვნული ლატარიის იმ ცხრა გამარჯვებულს შორის არიან, რომლებმაც ყველაზე დიდი თანხა მოიგეს.

თანხა 19 ნოემბერს გათამაშდა. სტივი ამბობდა, რომ როდესაც მოგების შესახებ გაიგო, კინაღამ გული გაუსკდა და ვერ იჯერებდა.

ლენკასა და სტივს ახალი სახლის ყიდვა სურთ. "სახლს აუცილებლად ვიყიდით, რათა ჩვენს შვილებს ბოლოსდაბოლოს თავიანთი საძინებლები ჰქონდეთ“, - ამბობს ლენკა.

"რას ვაპირებ? ყველას სურს, შობას სიხარულით შეხვდეს. ვფიქრობ, დედა და ჩემი მეუღლე გემრიელ საჭმელებს მოამზადებენ საშობაოდ და მთელი ოჯახი ბედნიერად შევხვდებით. სხვას არაფერს ვგეგმავ. ასევე მინდა, რომ ჩემს მშობლიურ სოფელს დავეხმარო და ამ თანხით რაც შემეძლება, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ყველაფერი გავაკეთო", - ამბობს სტივი.

ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ

ეგვიპტეში 5 გოგონას სოცქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოებისთვის პატიმრობა შეუფარდეს - "ზნეობა დაარღვიეს და სექსს ჰყიდდნენ"

რუსეთს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 აგვისტომდე ექნება? - "ეს "სპუტნიკის“ მომენტია, ამერიკელებს ისე გავაკვირვებთ, როგორც თანამგზავრის გაშვებისას“