ავტორი:

7 შეცდომა, რომელსაც დიასახლისები პროდუქტების გაყინვის დროს უშვებენ

7 შეცდომა, რომელსაც დიასახლისები პროდუქტების გაყინვის დროს უშვებენ

საყინულე არაჩვეულებრივი გამოგონებაა, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს - ის საკვებ პროდუქტს ვარგისიანობას უხანგრძლივებს, თუმცა საკვების შენახვის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ შენახვის წესები, რათა საფრთხე არ დაემუქროს ჩვენ ჯანმრთელობას და მაცივარსაც.

შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომელსაც დიასახლისები პროდუქტების გაყინვის დროს უშვებენ:

  • ამ პროდუქტების ადგილი საყინულეში არ არის!

ზოგიერთი პროდუქტი ვერ იტანს გაყინვას და კარგავს როგორც გარეგნულ იერს, ისე სასარგებლო თვისებებს. მაგალითად, არ ღირს იოგურტის, მაწვნის, არაჟნის, კატეგორიულად აკრძალულია კვერცხისა და კონსერვების გაყინვა. ასევე, ვიზუალურ სახეს და სასარგებლო თვისებებს კარგავს გაყინული მწვანილი.

  • გადატენილი საყინულე

გამოვსებულ საყინულეში არ ხდება ჰაერის ცირკულაცია, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს მაცივარზე.

  • მნიშვნელოვანი ფაქტორი

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაცივარში ცხელი და თბილი საკვების შენახვა! ორი საათი მაინც უნდა გავიდეს კერძის მომზადებიდან, რომ ის მაცივარში მოათავსოთ, ხოლო, სრული გაციების შემდეგ საყინულეში გადაიტანოთ.

  • სწორი შეფუთვა

გაყინვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია შეფუთვა. სანამ პროდუქტს გაყინავთ, დარწმუნდით, რომ ის სწორ კონტეინერში ან პოლიეთილენში არის მოთავსებული, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად პროდუქტის გასაყინად.

  • ულუფებად გაყინვა

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დიდი ულუფების გაყინვა. ჯობს დაანაწევროთ ულუფებად, თითო გაკეთებად, შემდეგ მოათავსოთ ცალკე ჰერმეტულად დაცულ კონტეინერში და გაყინოთ წაიკითხეთ ვრცლად

თბილისის ზოგიერთ მაღაზიაში შემოწმებული სამკაულები ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა

ასეთ მეგობარს სჯობს, საერთოდ არ გყავდეთ ის - ფსიქოლოგი გირჩევთ, ვისთან არ ღირს მეგობრობა

ცნობილი რუსი ასტროლოგი ასახელებს  ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელსაც  2020 წელს ფული "ციდან დაეყრება თავზე"