ავტორი:

თბილისის ზოგიერთ მაღაზიაში შემოწმებული სამკაულები ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა

თბილისის ზოგიერთ მაღაზიაში შემოწმებული სამკაულები ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 29 დასახელების სამკაულიდან 12 ნიმუში ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ - momxmarebeli.ge ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, სამკაული კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად აშშ-ის ლაბორატორიაში - MSR Laboratories გაიგზავნა. კვლევის შედეგად კი, 12 ნიმუში ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა.

დარღვევა აღმოჩნდა Fashion Jewellery-ის საყურესა და სამაჯურში, MEMA-ს საათში, Dimond-ის სამაჯურში და კიდევ რამდენიმე დასახელების სამკაულში. აღნიშნული სამკაულები პეკინისა და აღმაშენებლის გამზირზე, ასევე გლდანში მდებარე მაღაზიებიდან წაიღეს შესამოწმებლად.

“სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ცნობით, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის შემთხვევითი შერჩევით შეისყიდეს. საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს. ამიტომაც ნიმუშები ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შემოწმდა.

„კვლევის შედეგად, 12 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ათეულჯერ, ან ასეულჯერ აჭარბებს დაშვებულ ნორმებს, ხოლო ზოგიერთში იმდენად მაღალია, რომ ლაბორატორიის მოწყობილობამ ოდენობის ზუსტი გაზომვა ვერც კი შეძლო (ასეთი შედეგები ლაბორატორიის ოქმებში აღნიშნულია სიტყვით -Saturated).

ჩვენ სისტემატურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მრავალი წელია არ მოქმედებს. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ სამკაულების ჩამონათვალი

ყაზახმა ბოდიბილდერმა სექს-თოჯინას ხელი სთხოვა - რას ყვება მამაკაცი საყვარელ ქალთან ურთიერთობაზე

რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში? - ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტება

Google-ში, Apple-სა და სხვა ტოპ-კომპანიებში მუშაობის დასაწყებად, უმაღლესი განათლება საჭირო აღარ არის