ავტორი:

თბილისში 24 წლის ჟანა ჭაფანძეს ეძებენ - ოჯახი დახმარებას ითხოვს

თბილისში 24 წლის ჟანა ჭაფანძეს ეძებენ - ოჯახი დახმარებას ითხოვს

თბილისში 24 წლის ჟანა ჭაფანძეს ეძებენ. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ოჯახის წევრებმა მიაწოდეს.

გოგონას ახლობლების ინფორმაციით, მისი კვალი დღეს დილით, 6 საათზე დაიკარგა. ის ძველ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, "ფენიქსი" მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრები გამთენიისას კლუბიდან ერთად გამოვიდნენ, თავისუფლების მოედანზე ერთმანეთს დაშორდნენ და ჟანა ჭაფანძე ლესელიძის ქუჩისკენ გაემართა. თუმცა მას შემდეგ, მისი კვალი ქრება. დაკარგულს ლურჯი ფერის კარდიგანი ეცვა და თან ჰქონდა ვერცხლისფერი ზურგჩანთა.

ახლობლების თქმით, ჟანა ჭაფანძემ ოჯახის წევრებს facebook-ზე გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა. მათ ეჭვი თვითმკვლელობაზე აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ჟანას ისეთი პრობლემები არ ჰქონია, რაც სუიციდის მოტივი შეიძლება გამხდარიყო.

ჟანა ჭაფანძის დაკარგვასთან დაკავშირებით ოჯახმა პოლიციასაც მიმართა. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, დაკარგულის სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით გოგონას კვალზე ვერ გავიდნენ.

დაკარგულის ახლობლები დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, დარეკეთ ნომერზე 593394816.

"ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა" - დაცვის მხარე სასამართლო სხდომის საავადმყოფოში ჩატარების შუამდგომლობას დააყენებს

"მკლავჭიდელია... კონფლიქტი არავისთან ჰქონია" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პატრული და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბათუმში პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს - ბრალდებული დაჭრილის მეწყვილემ ადგილზე დააკავა