ავტორი:

ძაღლი, რომელმაც პატრონს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში უჩივლა - გაიცანით პატარა ბიგლუ

ძაღლი, რომელმაც პატრონს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში უჩივლა - გაიცანით პატარა ბიგლუ

სამსახურში ცხოველები რომ სტრესის ხარისხს ამცირებენ და თანამშრომლებს კარგ განწყობას უქმნიან, ალბათ ამაზე არაერთი სტატია წაგიკითხავთ, თუმცა რა ხდება მაშინ, როცა ისინი ჩვეულებრივი თანამშრომლები ხდებიან და ჩვენ გვერდით მუშაობენ?!

პატარა ბიგლი ბიგლუ სწორედ იმ მცირე რაოდენობის ძაღლებს შორისაა, რომლებიც დასაქმდნენ და სამსახურთან დაკავშირებულ პრობლემებსაც კი აწყდებიან. ცოტა ხნის წინ ავტომანქანაზე ზრუნვის პლატფორმამ CARU, „ადამიანურ“ პოზიციაზე სწორედ ბიგლუ დანიშნა. ამ პოზიციას თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსი ჰქვია.

ბიგლუს ბევრი საქმე აქვს: CARU-ს ავტოასისტენტებსა და სხვა თანამშრომლებს, რომელთაც დღის განმავლობაში უამრავი დავალება აქვთ შესასრულებელი, მოტივაცია უნდა აუმაღლოს და მის შენარჩუნებაშიც დაეხმაროს (დამეთანხმებით, ეს ხანდახან საუკეთესო მენეჯერებსაც უჭირთ-ხოლმე). CARU-ში ამბობენ, რომ ბიგლუ დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს.

CARU ავტომანქანაზე ზრუნვის პლატფორმაა, რომლის მეშვეობით, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ღილაკის ერთი დაჭერით ვიძახებთ ავტოასისტენტს, რომელსაც მანქანა მიჰყავს, ატარებს დიაგნოსტიკას, გვითანხმებს ხარჯებს, აკეთებინებს და უკან გვიბრუნებს მას.

ამ რთულ პროცესში, რომელიც ჩვენთვის ავტომობილის შეკეთებასთან დაკავშირებული დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვას ემსახურება, ბიგლუც აქტიურადაა ჩართული. ის ავტოასისტენტებს თვალს ადევნებს, დღე მოტივირებულად და ნაყოფიერად დაიწყონ, ზედამხედველობს მათ, თუმცა ხანდახან სამსახურში პრობლემები ყველა სამაგალითო თანამშრომელს ექმნება: ცოტა ხნის წინ, ბიგლუმ პატრონს - ნიკას საყვარელი წიგნი „შეუჭამა“, რის გამოც დაისაჯა და სამსახურში არ წაიყვანეს. რა უნდა ექნა ბიგლუს? აღმოაჩინა, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში შეეძლო და ნიკას უჩივლა კიდეც.

გარდა ამისა, ბიგლუმ სიმართლის დასამტკიცებლად „ფეისბუქზე“ საინფორმაციო კამპანიაც წამოიწყო და ღონისძიებაც კი შექმნა მოთხოვნით „წაიყვანოს ნიკამ ბიგლუ სამსახურში“. ბიგლუს აქტიურობამ „ფეისბუქში“ – „ნეტავ სახლში დაბრუნებული ნიკა როგორ შემომხედავს თვალებშიო“, შედეგი გამოიღო და რა თქმა უნდა, სამსახურში „აღადგინეს“.

ბიგლუს სამსახურში აღდგენით ორივე მხარემ მიიღო შედეგი - თანამშრომლების სამუშაო განწყობა უმალვე გაუმჯობესდა და მოტივაციამაც აიწია, პატარა ოთხფეხა მეგობარი კი საყვარელ გარემოს დაუბრუნდა. ეს თითქოს მხიარული ისტორიის ბედნიერი დასასრული უნდა ყოფილიყო, თუმცა ბიგლუს თავდაგადასავლები გრძელდება - დღეს ნიკამ სამსახურში გათბობის „შეჭმული“ პულტი იპოვა... გასარკვევია, რა ბედი ელის ბიგლუს ამ შემთხვევაში?!

სანამ ბიგლუს მიერ ჩადენილი მეორე „გადაცდომის“ დასასრულს შევიტყობდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ცხოველებს თანამშრომლების განწყობაზე საუკეთესო ზეგავლენის მოხდენა მართლაც შეუძლიათ. საქმის სიმრავლისა თუ შეზღუდული ვადებისგან გამოწვეულ სტრესს არათუ ადამიანებთან კონტაქტით, არამედ თავიანთი არსებობითაც კი ამცირებენ.

CARU-ში ამბობენ, რომ სახლში მარტო დარჩენილი ოთხფეხა მეგობრები პატრონის დაბრუნებამდე მოწყენილები და დასტრესილები არიან. ხოლო ისინი, ვინც ბიგლუს მსგავსად სამსახურში დადიან - უფრო ლაღები და ბედნიერები.

სანამ CARU-ს ავტოასისტენტები ჩვენი ავტომობილის შესაკეთებლად საჭირო ავტონაწილებსა და ცენტრს მოიძიებენ, ბიგლუ „ფეისბუქში“ თავისი მხიარული და საინტერესო ცხოვრების შესახებ გვიამბობს-ხოლმე. ეს არის ერთგული, საოცრად თბილი და ჭკვიანი ძაღლის ისტორია, რომელსაც ადამიანების მსგავსად ხანდახან რაღაცების გაფუჭება „უყვარს“, თუმცა როგორც CARU-ში ამბობენ, მისი მუშაობით მაინც ძალიან კმაყოფილები არიან.

რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

AVON-ს განსაკუთრებული მიღწევებისთვის Golden Brand-ის ჯილდო მესამედ გადაეცა