ავტორი:

"30 წელია იქ ცხოვრობს, რას საქმიანობდა, არ ვიცი, ცოლ-შვილი არ ჰყავს" - ვინ არის მოსკოვში მოკლული ქართველი

"30 წელია იქ ცხოვრობს, რას საქმიანობდა, არ ვიცი, ცოლ-შვილი არ ჰყავს" - ვინ არის მოსკოვში მოკლული ქართველი

მოსკოვში მოკლული საქართველოს მოქალაქე მამუკა დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთიდან იყო.

როგორც ამავე სოფლის რწმუნებულმა, ზურაბ დარჩიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარდაცვლილი დედ-მამასთან ერთად მოსკოვში 30 წელია ცხოვრობს და რა ვითარებაში მოკლეს, მისთვის უცნობია.

რწმუნებულის თქმით, მამუკა დარჩიას გადმოსვენების და გარდაცვალების დეტალების გარკვევას მეზობლები ელოდებიან.

"მამუკა დარჩია დედ-მამასთან ერთად მოსკოვში 30 წელია ცხოვრობს. სოფელში მხოლოდ მოხუცი ბებია ჰყავს. ის 40 წლამდე იყო. სოფელში გარდაცვალების სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს მოქალაქე მოსკოვში ერთ-ერთ ქუჩაზე შენობასთან სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლული იპოვეს.

მოსკოვში რას საქმიანობდა, არ ვიცი. ცოლ-შვილი არ ჰყავს.

ველოდებით საქართველოში გადმოსვენებას და გვაინტერესებს, რატომ მოკლეს ჩვენი თანასოფლელი, სიმართლე ყველას გვაინტერესებს.

გარდაცვალების ამბავი გუშინ საღამოს შევიტყვეთ, თუმცა შემთხვევა ზუსტად როდის მოხდა, არ ვიცით", - განაცხადა სოფელ ბაილეთის რწმუნებულმა ზურაბ დარჩიამ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნაძალადევში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, მისი ძმა კი მძიმე მდგომარეობაშია

ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს