ავტორი:

„ბინადარის“ უპრეცედენტო აქცია - 31 დეკემბრამდე კომპანიას ბინის შესაძენად პირობები შეგიძლიათ თავად შესთავაზოთ

„ბინადარის“ უპრეცედენტო აქცია - 31 დეკემბრამდე კომპანიას ბინის შესაძენად პირობები შეგიძლიათ თავად შესთავაზოთ

მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერული კომპანიები უამრავ აქციას გვთავაზობენ, ბინის შეძენა ბევრი ჩვენგანისთვის მაინც სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ხშირად, ბინის შესაძენად განკუთვნილი ყოველთვიური გადასახადი ჩვენს შემოსავლებთან შესაბამისობაში არ მოდის, ამიტომ სურვილის ასრულებას ვერ ვახერხებთ-ხოლმე.

სამშენებლო კომპანია „ბინადარმა“ გადაწყვიტა, წინასაახალწლოდ სწორედ ეს სურვილი აგვისრულოს და ბინის შეძენის მსურველებს, ვინც კომპანიას 31 დეკემბრამდე მიმართავს, განსაკუთრებული პირობები და შეღავათები შესთავაზოს.

როგორც ბინადარში განმარტეს, ეს უპრეცედენტო აქცია ბინის შეძენის ბევრ მსურველს ოცნების ასრულებაში დაეხმარება, რადგან სამშენებლო კომპანიას ბინის შესაძენად სასურველ პირობებს სწორედ თავად შესთავაზებენ.

„აქციის სენსაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ სასურველი ბინის შეძენის პირობებს ამჯერად გვთავაზობთ თქვენ! წინასაახალწლო დღეებში ჩვენთან არ იარსებებს დადგენილი წესები. ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი პირობით შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი ბინადარი. დარეკეთ, ჩაეწერეთ და მობრძანდით ინდივიდუალურ შეხვედრაზე „ბინადარის“ სათაო ოფისში, ვაჟა-ფშაველას N28-ში. ჩვენი საოცრად ხელმისაწვდომი პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილზე გაგაცნობთ“, - აცხადებენ „ბინადარში.

გარდა იმისა, რომ „ბინადარის“ მოქალაქეები ბინას მათზე მორგებული პირობებით შეიძენენ, ამ სენსაციურ აქციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ: წინასაახალწლოდ, შესაძლებლობა გვეძლევა, თბილისში ლისის ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებთან ახლოს, ეკოგარემოში მდებარე კორპუსში ვიცხოვროთ, სადაც გამონაბოლქვი და მავნე აირები ნაკლებად აღწევს. რაც უფრო ნაკლებია ატმოსფეროში ტყვია, უფრო ჯანსაღ ჰაერს ვსუნთქავთ. სწორედ ამ უპირატესობით ხასიათდება პროექტი „ბინადარი ლისზე“, რომელიც მდებარეობს რეკრეაციული ზონის მიმდებარედ, ლისის ტბიდან 900 მეტრში, ამბერკი ტაბიძის ქუჩაზე.

„ამ დროისთვის სრულდება პირველი 11-სართულიანი „ბ“ ბლოკის მშენებლობა და დაწყებულია 14 სართულიანი „ა“ ბლოკის მშენებლობა“, - განმარტავენ კომპანიაში.

დეველოპერული კომპანია ბინადარი თბილისში რამდენიმე საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

კომპანია ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. გამოირჩევა სტაბილურობით, დათქმულ ვადებში ხარისხით შესრულებული მშენებლობებით, დახვეწილი ვიზუალით, პრემიუმ კლასით, ხელმისაწვდომი ფასებითა და სანდოობით. ამ დროისთვის დასრულებულია სამი დიდი პროექტი - „ბინადარი ცაგარელზე“, „ბინადარი ნუცუბიძეზე“, “ბინადარი დადიანზე“. „ბინადარი ლისის“ პარალელურად მიმდინარეობს რამდენიმე მასშტაბური პროექტის „ბინადარი ვაკეში“ და „ბინადარი დადიანზე 2“ -ის მშენებლობა.

"ორიონ ტოკენი" - ვირტუალური ფული ორიონ ჯგუფისგან

Postindustrial Kids: 11 ახალგაზრდა საქართველოდან, რომელთა ისტორიები შთაგაგონებთ

ნინო მუსერიძე - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" თვის ექიმი, რომლის ფონდმაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება დაიწყო