ავტორი:

ავღანეთში, ამერიკულ ბაზაზე ტერაქტის შედეგად 5 ქართველი სამხედრო დაშავდა - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ავღანეთში, ამერიკულ ბაზაზე ტერაქტის შედეგად 5 ქართველი სამხედრო დაშავდა - თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები მსუბუქად არიან დაშავებული.

„მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე.

სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

ავღანეთში ბაგრამის ამერიკულ სამხედრო ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით, არავის აუღია.

„თავდამსხმელებსა და სამხედრო ძალებს შორის 30-წუთიანი შეტაკებებიც იყო, თავდასმხმელები ბაზაზე შესვლას ცდილობდნენ“, - განაცხადა ფარვანის პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერმა.

"სიკვდილის წინ, გულისჯიბიდან მეუღლის და შვილის ფოტოები ამოუღია..." - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი ისტორიები

ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა - ირანული მედია

"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ