ავტორი:

დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს

დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ლეონარდო დიკაპრიო, რომელზეც მთელი მსოფლიოს ქალები არიან შეყვარებულნი, უკვე ორი წელია მოდელსა და მსახიობს, 22 წლის კამილა მორონეს ხვდება. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

ლეოს თაყვანისმცემლებმა იციან მისი უამრავი სასიყვარულო ისტორიის შესახებ, თუმცა მსახიობი ოფიციალურ ქორწინებაში არასოდეს ყოფილა. ბოლო დროს ბულვარული გამოცემები ხშირად წერენ, რომ ქალი, რომელზეც დიკაპრიო დაქორწინდება, სწორედ კამილა მორონე იქნება, რადგანაც წყვილს სერიოზული ურთიერთობა აქვს.

გახდება თუ არა კამილა ლეოს ცოლი, არ ვიცით, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასაკობრივი სხვაობის გამო საზოგადოების კრიტიკა 22 წლის მორონეს დისკომფორტს უქმნის.

როგორც ჩანს, კრიტიკა კამილას იმდენად აწუხებს, რომ ამ თემას "ინსტაგრამზე“ პოსტებს უძღვნის, "ლაივ“ ვიდეოებს რთავს და ასაკობრივ სხვაობაზე საუბრობს.

კამილამ ლეოსთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ Los Angeles Times-თანაც ისაუბრა. მანამდე კი, მან "ინსტაგრამზე“ ჰამფრი ბოგარტისა და ლორენ ბეკოლის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - „ასეთი სიყვარული“. ჰოლივუდის ლეგენდარულ წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 25 წელი იყო.

ფოტოს უამრავი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა. საზოგადოებამ კამილა და ლეო კიდევ ერთხელ გაკიცხა, რამაც როგორც ჩანს, მოდელი აღაშფოთა, "ინსტაგრამზე“ ლაივ ვიდეო ჩართო და საზოგადოებას მიმართა.

"ზოგიერთი კომენტარი წავიკითხე "ინსტაგრამზე“ და ღმერთო ჩემო, ადამიანები ძალიან ბოროტები და ბრაზით სავსე არიან, თან ისეთი რამის მიმართ, რის შესახებაც არაფერი იციან.

უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ისწავლიან სიძულვილის გარეშე ცხოვრებას და დროს თავიანთ ინტერესებს მოახმარენ, იმიტომ რომ სიძულვილის გარეშე ცხოვრება შესანიშნავია“, - ამბობს ვიდეომიმართვაში კამილა.

Los Angeles Times დაინტერესდა იმით, თუ რატომ ატვირთა მსახიობმა ჰამფრი ბოგარტისა და ლორენ ბეკოლის ფოტო "ინსტაგრამზე“, რისი თქმა სურდა ამით, რაზეც უპასუხა, რომ უბრალოდ გიჟდება ამ კლასიკურ წყვილზე, რომ ეს არის ჰოლივუდი, რომელიც უყვარს.

"ჰოლივუდისა და საერთოდ, მსოფლიოს ისტორიას უამრავი წყვილი ახსოვს, რომელთა შორისაც დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა შეხვდეს მას, ვინც უყვარს, ვისთან ერთადაც ყოფნა სურს“, - ამბობს მორონე.

ამასთანავე, კამილას სურს, რომ ხალხი იცნობდეს არა ლეოსთან სასიყვარულო ურთიერთობის, არამედ თავისი კარიერის გამო, რომ მისი სახელის ხსენებისას ადამიანებს დიკაპრიო კი არა, კამილას საქმიანობა ახსენდებოდეს.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები მაფასებენ იმის მიხედვით, თუ ვისთან მაქვს სასიყვარულო ურთიერთობა და არა იმის მიხედვით, თუ რას ვაკეთებ...მაგრამ მესმის მათი. მესმის, რომ ჩემი სახელის ხსენება ლეონარდოს ასოციაციას იწვევს“, - ამბობს კამილა მორონე.

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირები ახლა (ფოტოები)

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს