ავტორი:

"მეც შეიძლება წამიყენონ ბრალი პარლამენტში რომ ცუდი სუნია" - ირმა ნადირაშვილი

"მეც შეიძლება წამიყენონ ბრალი პარლამენტში რომ ცუდი სუნია" - ირმა ნადირაშვილი

"ჩემმა კოლეგა „ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს" - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბრალდებებს პარლამენტში სხდომათა დარბაზში გამოწვეულ სუნთან დაკავშირებით.

"დღეს ვიყავი კომიტეტზეც, სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება - იღებდნენ თუ არა მონაწილეობას კენჭისყრაში დამოუკიდებელი დეპუტატები.

მივედი ნატო ჩხეიძესთან, დაახლოებით 30 წამი გავჩერდი და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხული და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება. არსებობს კამერების ჩანაწერები, გამოიძახეს ექსპერტ-კრიმინალისტები და როგორც მამუკა მდინარაძე დამპირდა, მოვიდეს და ბოდიში მომიხადოს.

ძალიან უხერხულია, როცა ასე უაპელაციოდ იშვერენ ჩემსკენ ხელს. არ მგონია სერიოზული იყოს ასეთი ქმედება და უაპელაციოდ ხელის გამოშვერა,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ის ამ საქმეზე მისთვის ბრალის წაყენებასაც არ გამორიცხავს.

„მას შემდეგ რაც მოვისმინე, რომ გიგი უგულავამ ძიუდოისტი სცემა, ყველაფერი მოსალოდნელია ამ ხელისუფლებისგან. თუ გიგი უგულავას შეუძლია ბრალი წაუყენონ ძიუდოისტის ცემაზე, მეც შეიძლება წამიყენონ ბრალი პარლამენტში რომ ცუდი სუნია. ძალიან მალე დამტკიცდება, რომ ეს ასე არაა,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

"დღევანდელობის ცინიზმი იმაშია, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია" - ივანიშვილი

LIVE: "ქართული ოცნება" საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავს

"თვითმმართველობების თანამშრომლების მიმართ,  14 დეკემბერის  აქციაში მონაწილეობის მისაღებად, სავარაუდოდ,  ზეწოლა ხორციელდება"- ომბუდსმენი