ავტორი:

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - "დადებითი მოლოდინები მაქვს - წესით 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან"

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - "დადებითი მოლოდინები მაქვს - წესით 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან"

მე ძალიან დადებითი მოლოდინებით ვარ განწყობილი და იმედია არ გამიცრუებენ,-ამის შესახებ ცხინვალში დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც

ვაჟა გაფრინდაშვილის 13 დეკემბერს გასამართ ე.წ. სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

თამილა ლაფანაშვილის თქმით, მას იმედი განსაკუთრებით ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მიეცა, მას შემდეგ რაც არაერთმა სახელმწიფომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.

„მე ძალიან დადებითი მოლოდინებით ვარ განწყობილი და იმედია არ გამიცრუებენ. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ხვალ უნდა გამოუშვან. იმედი უფრო ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მომეცა. იმდენმა ქვეყანამ და მსოფლიო თანამეგობრობამ გამოუცხადა სოლიდარობა და ჟენევის მოლაპარაკებებზეც იმდენად აქტუალური და პირველი თემა იყო , რომ მემგონი რაღაცამ უნდა იმოქმედოს, მინდა დავიჯერო ყოველ შემთხვევაში“,-განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე. წ სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს არის ჩანიშნული.

"სასამართლო გადაიდო... ამის მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს" - რას წერს ირინა გაფრინდაშილი "ფეისბუქზე"

"ათეულში რომ შემარჩიეს, ვერ ვიჯერებდი..." - იურისტი გოგონა, რომელმაც "მხოლოდ ქართულის" ჟიური პირველივე ნახვაზე მოხიბლა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი