ავტორი:

თუ წარმატების მიღწევა გსურთ, არ უნდა დაისვენოთ, არც შაბათ-კვირას - ბილ გეითსის რჩევა ახალგაზრდებს

თუ წარმატების მიღწევა გსურთ, არ უნდა დაისვენოთ, არც შაბათ-კვირას - ბილ გეითსის რჩევა ახალგაზრდებს

იყო წარმატებული, სტარტაპი აქციო დიდი შემოსავლის მომტან საქმედ, ნიშნავს, უარი თქვა ყოველგვარ დასვენებაზე, შაბათ-კვირის განტვირთვასა და შვებულებაზე.

სწორედ ასე მიიჩნევს Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამავე კომპანიის 1%-იანი წილის მფლობელი, მილიარდერი ბილ გეითსი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გეითსმა წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებისა და აღმასრულებელი დირექტორების კონფერენციაზე განაცხადა.

ბიზნესმენმა იმ სამუშაო გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც 20 წლის ასაკში ჰქონდა.

"დიახ, მართალია, რომ არ ვცნობდი შვებულებას, არ ვიცოდი რა იყო შაბათ-კვირა და ახლაც ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი ახალგაზრდაა და რაღაცის შექმნას იწყებს, წარმატების მიღწევა სურს, მან შაბათ-კვირასაც უნდა იმუშაოს", - ამბობს მილიარდერი.

მისივე თქმით, თუკი 30 წლის ასაკში განტვირთვისა და დასვენების საშუალება მიეცა, მხოლოდ იმიტომ, რომ 20 წლის ასაკში თავისუფალ დროს საქმეს ახმარდა და ამით წარმატების მისაღწევად მსხვერპლზე მიდიოდა.

ამასთან, ბილ გეითსი განმარტავს, რომ ადამიანებს ბევრი მუშაობის იდეა არასწორად ესმით. მისი თქმით, ენერგია იმ საქმეზე უნდა მიმართონ, რომელიც კარგად გამოსდით. სხვა შემთხვევაში, წარმატება ძალიან დაიგვიანებს, ან საერთოდ არ მოვა.

ბილ გეითსი აღნიშნავს, რომ როდესაც 30 წლის გახდა, მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შაბათ-კვირითაც ესიამოვნა და შვებულებითაც.

თუმცა მისივე თქმით, შაბათ-კვირას მუშაობა მცირე ნაწილია იმ დიდი მსხვერპლშეწირვისა, რომელიც წარმატებული კომპანიის შექმნას სჭირდება.

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით