ავტორი:

"დღემდე მიყვარს ვინმეს ნაცვამის ტარება, ამას არ ვთაკილობ" - ია ფარულავა მოდაზე და გემოვნებიან ქართველ ქალებზე

"დღემდე მიყვარს ვინმეს ნაცვამის ტარება, ამას არ ვთაკილობ" - ია ფარულავა მოდაზე და გემოვნებიან ქართველ ქალებზე

"ფლორენციაში თუნდაც უბრალო სილამაზის სალონში რომ შეხვიდე, სტილისტი ე.წ. ჩოლკასაც სულ სხვანაირად, ლამაზად და მოხდენილად შეგჭრის. გაკვირვებული გამოდიხარ სალონიდან, მაგრამ არაფერია გასაკვირი - ის ადამიანი მთელი ცხოვრება განსაცვიფრებელ სილამაზეს უყურებს, გამჯდარი აქვს ცნობიერში დახვეწილი გემოვნება", - ამბობს უმშვენიერესი და მრავალმხრივ ნიჭიერი ია ფარულავა, რომელმაც "გზასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი ხანია, ინტერვიუ არავისთვის მიუცია...

"გზასთან" მსახიობმა ყველაზე გემოვნებიან ქართველ ქალებსა და მოდაზე ისაუბრა:

- ამბობენ, რომ თბილისში თბილისური მოდა დაიკარგა... რამდენად ეთანხმებით?

- აზრზე არ ვარ, რა არის თბილისური მოდა! თბილისში და განსაკუთრებით ვაკეში ყოველთვის კარგად ეცვათ... ახლა მით უმეტეს, ათასნაირი ბრენდი შემოვიდა და "მეორადებშიც" კი გადასარევი სამოსის შერჩევა შეიძლება... ვაკეში ჩვენ ასეთი ტენდენცია გვქონდა: საზღვარგარეთ იშვიათად დავდიოდით და იქ რომ სამოსს შევიძენდით, მერე აქ ერთმანეთისგან ვყიდულობდით... იყო ხვეწნა-მუდარა, მომყიდეო და დღემდე მიყვარს ვინმეს ნაცვამის ტარება, ამას სულაც არ ვთაკილობ. კომუნისტურ პერიოდში, როდესაც მოსკოვში ჩავდიოდით, ვიღაცებისგან ვყიდულობდით სამოსს... მახსოვს, ერთ გოგოს "დოლჩე და გაბანას" შარვალი და კოსტიუმი ფაქტობრივად, გავხადეთ. ისე, გვარიანად ძვირად მოგვყიდა... ასე შევიძინე ტრუსარდის ფეხსაცმელები და ჩანთაც, რომელშიც იმ პერიოდში რეკორდული თანხა მაქვს გადახდილი - დაახლოებით პროფესორის ორი თვის ხელფასი, მაგრამ არ მერიდება ამის გამხელა, რადგან მიყვარდა კარგი ჩაცმა... ისე, თუ კარგი გემოვნება გაქვს, უბრალო სამოსსაც შეუხამებ ერთმანეთს. სულაც არ არის აუცილებელი ბრენდები გეცვას.

- გქონიათ შემთხვევა, როდესაც სასურველი სამოსის შესაძენად საკმარისი თანხა არ გქონდათ?

- რამდენჯერაც გინდათ და ახლაც ეგრეა! მაგალითად, განსაკუთრებულად მიყვარს "გუჩი", გართულება მაქვს ამ ბრენდზე. ძალიან მისტიკურია ჩემთვის და საოცარ ენერგიას ატარებს... თუმცა, არსებობს "გუჩის" კაბები, რომელსაც ვერასოდეს ვიყიდი, რადგან ოთხნიშნა და ხუთნიშნა ციფრები ღირს. გამორიცხულია, რომც მქონდეს, კაბებში ამდენი ფული გადავიხადო, ორჯერ ჩავიცვა და მერე კარადაში იდოს. მადლობა ღმერთს, ჩემი სასტუმრო კარგად მუშაობს, მაგრამ ჩემი შემოსავლის ოც პროცენტს ქველმოქმედებას ვახმარ. სამ ოჯახს ვეხმარები. ეს ადამიანები აუცილებლად კარგად უნდა მეგულებოდნენ, რადგან ერთი უკვე პენსიონერია, თავის დროზე ფუფუნებაში ცხოვრობდა, ახლა კი პენსიის გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს. მან აუცილებლად უნდა მიიღოს თანხა ჩემგან, რომ ახლაც ღირსეულად იცხოვროს... მეორეა და მუშაობა შეუძლია, მაგრამ არ ეძებს სამსახურს და ვეუბნები, - სამსახური იშოვე, ასეთ ცხოვრებას ნუ მიეჩვევი-მეთქი ...განაგრძეთ კითხვა

"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა

ვინ არის ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული და როგორი გოგონები მოსწონს - ნახეთ ფოტოები

სუზან ბოილი: ქალი, რომელიც ერთ დღეში გააღმერთეს, ღარიბულად ცხოვრობს - რაში დახარჯა მოგებული ფული ბრიტანული "ნიჭიერის“ აღმოჩენამ