ავტორი:

კონტეინერი იხსნება!

კონტეინერი იხსნება!

20 დეკემბერს თბილისში ყველაზე დიდი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ინოვაციური დიზაინით შექმნილი, უნიკალური აუთლეტ - სივრცე კონტეინერი იხსნება.

კონტეინერი ეს არის ახალი ფორმატის აუთლეტ-ჰიპერმარკეტი, რომელიც უმსხვილეს ამერიკულ და ევროპულ ბრენდებს კონცეპტუალურ სივრცეში აერთიანებს.

ჰიპერმარკეტი გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, რაც გულისხმობს არამარტო დიდ სავაჭრო ფართს, არამედ წარმოდგენილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. სივრცეში გაერთიანებულია 10,000-ზე მეტი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, მათ შორის - ავეჯი, სათამაშოები, სპორტულ ინვენტარი, დეკორაციები, ეზოსა და ბაღებისთვის საჭირო ინვენტარი და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი. კონტეინერში, თქვენ თავისუფლად შეძლებთ იპოვოთ ყველა საჭირო პროდუქტი, რასაც აქამდე ეძებდით, ეს არის ერთგვარი - აღმოჩენების სახლი!

რაც მთავარია, აუთლეტ-სივრცე კონტეინერი გამოირჩევა განსაკუთრებული შეთავაზებებით, მომხმარებელზე ორიენტირებული და მორგებული სპეციალური ფასდაკლების სქემებით, ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს იპოვოს მისთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი.

კონტეინერის გახსნასთან დაკავშირებით, 20 დეკემბერს გაიმართება გრანდიოზული ღონისძიება, სადაც თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება საღამოს 19:00 საათიდან ეწვიოს სივრცეს, მონაწილეობა მიიღოს გათამაშებებში და აღმოაჩინოს სიურპრიზები. ღონისძიების მუსიკალური შოუს სპეციალური სტუმარი იქნება ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით, ხოლო კონცერტის დასრულების შემდეგ, საღამოს განწყობაზე იზრუნებს DJ Ana Sue.

აუთლეტ-სივრცის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

მის: მარშალ გელოვანის გამზ. N 36

R

რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?

მგზავრობის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები

"ავერსის კლინიკაში" ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაცია ჩატარდა