ავტორი:

"არ მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ შესაძლოა უამრავ ადამიანს მცდარი წარმოდგენა შევუქმნა" - ნუგზარ წიკლაური "მწვანე სკოლის" მის ოჯახთან კავშირზე

"არ მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ შესაძლოა უამრავ ადამიანს მცდარი წარმოდგენა შევუქმნა" - ნუგზარ წიკლაური "მწვანე სკოლის" მის ოჯახთან კავშირზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური "მწვანე სკოლის" მის ოჯახთან კავშირზე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც წიკლაური განმარტავს, მისი ოჯახი სკოლის მფლობელი არ არის. წიკლაურის თქმით, "მწვანე სკოლაში" მისი მეუღლე 20 წელი პედაგოგად მუშაობდა და ბოლო წლებში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

"არ მინდოდა პასუხის გაცემა უზნეო ტყუილების ორგანიზებულ კამპანიაზე, თითქოს ”მწვანე სკოლა” არის ჩემი საკუთრება, მაგრამ ქართული ოცნების დაფინანსებული სიცრუის ნიაღვარი მისწვდა უამრავ ადამიანს და შესაძლოა შეუქმნა მათ მცდარი წარმოდგენა. ამიტომ, მთელი საზოგადოების გასაგონად საჯაროდ ვამბობ, რომ:

1. არ ვფლობ და არც არასოდეს ვფლობდი არცერთ სკოლას. ასე რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ დავმალავდი, რადგან სკოლა არც ანგოლასთან იარაღით უკანონო ვაჭრობაა და არც ბიტკოინების საწარმო.

2. ჩემი მეუღლე ელისო ნიჟარაძე უკვე 20 წელია მუშაობს ამ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და ბოლო წლებში დირექტორის მოადგილედ კერძო სექტორის სასწავლო ნაწილში.

3. რეჟიმის ძალადობის მსხვერპლი - ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭი ლუკა სირაძე სწავლობდა ამ სკოლის საჯარო სექტორში და მას არანაირი შეხება კერძო სექტორთან არ ჰქონია.

როგორც არ უნდა ეცადოს მკვლელი რეჟიმი თავის გადარჩენას, მასთან ბრძოლა არ შეწყდება და ყოველი ახალი ძალადობა მის აღსასრულს მოაახლოვებს: აქვე ვეუბნები მათ, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები მთელი ჩემი ძალით და გულით საბოლოო გამარჯვებამდე" - წერს წიკლაური.

რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ პროდუქტის შეძენისას - სურსათის სააგენტოს და FAO-ს რეკომენდაციები მოსახლეობას

36 წლის ქართველი ქირურგი, რომელიც შვეიცარიის წამყვან კლინიკაში მუშაობს და ათასობით ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნის

ვინ არის ანუკი არეშიძის ულამაზესი რძალი, რომლის მეუღლე საზოგადოებამ წლების წინ სკანდალით გაიცნო