ავტორი:

"მკლავჭიდელია... კონფლიქტი არავისთან ჰქონია" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პატრული და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

"მკლავჭიდელია... კონფლიქტი არავისთან ჰქონია" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პატრული და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გვიან ღამით პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ეკიპაჟი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც უცნობმა პირმა ისინი გააჩერა და ერთ-ერთ სამართალდამცველს ყელის არეში მძიმე ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული დაჭრილის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.

დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პირველ რიგში რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო საზოგადოებას მადლობას ვუხდი, რომლებმაც პირველივე წუთებიდან პაციენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნა. პაციენტის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჯანმრთელი და უვნებელი გაეწეროს კლინიკიდან",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

როგორც ცნობილი გახდა, დაჭრილი სამართალდამცველი ოთარ თავართქილაძეა. ერთ-ერთი მეგობრის გოჩა შავაძის თქმით, თავართქილაძე მკლავჭიდის ნაკრების წევრია. მისივე თქმით, იგი სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრეს.

"ოთარ თავართქილაძე მკლავჭიდელია... იგი მკვლავჭიდის ნაკრების წევრია, ამავე დროს პოლიციის თანამშრომელია. კარგი ბიჭია და თავის საქმეს ყოველთვის კარგად აკეთებდა. სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრეს, მას კონფლიქტი არავისთან ჰქონდა",- განაცხადა AMBEBI.GE-სთან გოჩა შავაძემ.

სამართალდამცველის დაჭრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა. კონსტანტინე ანანიაშვილის თქმით, საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს მოქალაქემ გააჩერა და მოულოდნელად ცივი იარაღით დაჭრა.

"მოგახსენებთ, ქალაქ ბათუმში საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს გააჩერა მოქალაქემ. პატრულ-ინსპექტორი გადმოვიდა მანქანიდან, მას ცივი იარაღით მოულოდნელად ჭრილობა მიაყენა მოქალაქემ, რომელიც მეწყვილეს მიერ ადგილზე იქნა დაკავებული. ამ ეტაპისთვის სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებთ",- განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს.

ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს კახა შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

"ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა... ყველამ იცის, რომ საქმეში სხვებიც იყვნენ" - რა ინფორმაცია აქვს დაკავებულებზე გამსახურდიას მეუღლეს

არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ, ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი მეც - გიორგი სოლოღაშვილი