ავტორი:

"ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა" - დაცვის მხარე სასამართლო სხდომის საავადმყოფოში ჩატარების შუამდგომლობას დააყენებს

"ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა" - დაცვის მხარე სასამართლო სხდომის საავადმყოფოში ჩატარების შუამდგომლობას დააყენებს

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შესაბამისად, ადვოკატები სხდომის საავადმყოფოში ჩატარების შუამდგომლობას დააყენებენ.

"ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მედიკოსების განმარტებით, გარკვეულწილად შესაძლებელია მისი გადაადგილება, ის მაინც საჭიროებს ყურადღებას. შესაბამისად, სასამართლოს ვთხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების განხილვა სამედიცინო დაწესებულებაში მოხდეს, რადგან თავად ბრალდებულმა შეძლოს მონაწილეობის მიღება", -განაცხადა მოსიაშვილმა.

ამასთან, ადვოკატები მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებენ.

რაც შეეხება პროკურატურას, ისინი პატიმრობას მოითხოვენ.

ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს, საავადმყოფოში წაუყენეს.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ხობში 2 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო - "მშობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ და მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ავარიაში მოყვნენ"

"ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი გაათავისუფლეს" - ადვოკატი

"გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს" - ადვოკატი