ავტორი:

ლონდა თოლორაია - გამომძიებელმა მოზარდს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა

ლონდა თოლორაია - გამომძიებელმა მოზარდს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, გამომძიებელმა 15 წლის მოზარდს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა და ასევე, დაუპირისპირა სხვა მოწმეები.

"ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა მ.ჩ.-მ არასრულწლოვან ლ.ს.-ს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები, თუ იგი დანაშაულს არ აღიარებდა. ასევე გამომძიებელმა არასრულწლოვანს, 15 წლის ლ.ს.-ს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე სხვა არასრულწლოვნები. იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად, იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც დღეს რეგულირდება საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებით, რომელიც განსაზღვრავს პრინციპებს, რაც უნდა იყოს დაცული პოლიციის დაწესებულებაში, აღნიშნულის გამო, არასრულწლოვნებმა, რომლებიც იმ დღეს იქ იმყოფებოდნენ და რომელთა შორის დაპირისპირება მოხდა, განიცადეს ძალიან ძლიერი ემოციური სტრესი", - განაცხადა თოლორაიამ.

მისივე თქმით, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2019 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოკითხვაზე გამოძახებული იქნა გამომძიებელი მ.ჩ., რომლის დაკითხვის შემდგომ მიღებული იქნა მისი დაკავების გადაწყვეტილება.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მ.ჩ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ს 335-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდით და ამჟამად მიმდინარეობს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი", - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლიანი დააკავა.

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა