ავტორი:

"20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს განყოფილებას და ბავშვი რჩება მარტო..." - ლონდა თოლორაია 15 წლის მოზარდის საქმის ახალ დეტალებზე

"20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს განყოფილებას და ბავშვი რჩება მარტო..." - ლონდა თოლორაია 15 წლის მოზარდის საქმის ახალ დეტალებზე

დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო - დასმული იქნა რამდენიმე კითხვა არასრულწლოვნისთვის, რომლის დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვაზე, ვინ იყო ადგილზე ლუკა სირაძის პოლიციაში გამოკითხვის დროს, მაგალითად, ესწრებოდა თუ არა გამოკითხვას ფსიქოლოგი, და ადასტურებს თუ არა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლუკა სირაძის მშობელმა ტერიტორია დატოვა.

"ფსიქოლოგი არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში ბავშვის გამოკითხვას პროცესს არ ესწრებოდა, ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ბავშვის განყოფილებაში მშობლის გარეშე ყოფნის ფაქტს, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გვაქვს შესაბამისი კამერების ჩანაწერები, თუ რა ხდება ბავშვთან მიმართებით.

ეს არის მხოლოდ ვიდეოჩანაწერი, აკრძალულია სამუშაო სივრცეში აუდიო მოსმენა თანამშრომლების, ამიტომ ეს არც ერთ დაწესებულებაში არ ხდება და თუ ხდება, ამას რაიმე კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, შესაბამისად, არც პოლიციაში არ ხდება ყოველდღიური საქმიანობის აუდიოჩაწერა. ესაა მხოლოდ ვიდეო სამონიტორინგო კამერები, რომელიც დაყენებულია პოლიციაში“, - აღნიშნა თოლორაიამ.

მანვე კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, მშობელმა საკუთარი ნებით დატოვა პოლიციის შენობა თუ პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნით, უპასუხა, რომ ეს პირდაპირი იძულება არ ყოფილა.

"დასმული იქნა რამდენიმე კითხვა არასრულწლოვნისთვის, რომლის დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა და სწორედ ამ მიზნით მშობელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადის პოლიციის დაწესებულებიდან, რათა სახლიდან მოიტანოს გარკვეული მონაცემები, რომელიც გამოძიებისთვის იყო საინტერესო. ანუ, იძულებით დაეტოვებინა ტერიტორია, პირდაპირი მნიშვნელობით, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, თუმცა პოლიციის თხოვნის საფუძველზე დატოვა“, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.

"კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც  სვამდნენ..." - გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ბრალს აღიარებს

პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ვინ არის ბათუმში პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული - "იმ მოტივით დაჭრა, რომ იგი სამართალდამცავი იყო"