ავტორი:

სიახლე სამხედრო მოსამსახურეებისთვის -  ვინ მიიღებს იანვრიდან 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიურ დანამატს

სიახლე სამხედრო მოსამსახურეებისთვის -  ვინ მიიღებს იანვრიდან 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიურ დანამატს

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ.

როგორც ღარიბაშვილმა 100 დღის ანგარიშის წარუდგენისას განაცხადა, დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„მე მინდა, აღვნიშნო დაჭრილი და დაშავებული სამხედროების შესახებ, მათზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირფასს - თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს წირავს ჩვენს სამშობლოს, მათზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ვალდებულება. ამ მიმართულებით ჩვენ გეტყვით, რომ ახალი, განახლებული, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადად ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"უხერხულია, ჯარს დაამადლო 160 დოლარად შეფასებული საათი" - რას ამბობს ღარიბაშვილი ციკოლიას შექმნილ საათებზე და როგორ გამოიყურება ისინი

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე