ავტორი:

"პიჟამაში დამხვდა და ფეხებზე ხელს მისვამდა“ - შარლიზ ტერონს ცნობილი რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა

"პიჟამაში დამხვდა და ფეხებზე ხელს მისვამდა“ - შარლიზ ტერონს ცნობილი რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა

მსახიობი შარლიზ ტერონი ამბობს, რომ ცნობილი რეჟისორის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო.

ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი შევიწროების შესახებ დეტალებს ასაჯაროებს, თუმცა რეჟისორის ვინაობას არ ამხელს.

"სექსუალური შევიწროება მხოლოდ ფიზიკურ შეხებას, ფიზიკურ შევიწროებას არ გულისხმობს“, - ამბობს მსახიობი NPR Radio-სთან საუბრისას.

"სექსუალური შევიწროება, ძალადობა მხოლოდ გაუპატიურება არ არის, სექსუალური შევიწროებაა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც ყოველ დღე ხდება ქალებზე და თითქოს ეს ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა. შევიწროება ხდება საუბრით, უბრალო შეხებით, ან მუქარით, რომ სამსახურიდან წასვლა მოგიწევს. ასეთი რაღაცები თავადაც გამომიცდია“, - ამბობს ტერონი.

მსახიობი იხსენებს, რომ 1994 წელს შაბათ საღამოს ცნობილმა რეჟისორმა სახლში, საქმიან შეხვედრაზე მიიწვია. შარლიზი ამბობს, რომ რეჟისორი პიჟამაში გამოწყობილი დახვდა და როცა თავად ტერონი დივანზე დაჯდა, ფეხებზე ხელებს უსვამდა.

"ბოდიში მოვიხადე და გამოვიქეცი. გამოვრბოდი და მომხდარში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. ჯერ ვფიქრობდი, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე, მერე თავს ვადანაშაულებდი იმაში, რომ შესაბამისი პასუხი ვერ გავეცი. ისეთი, როგორსაც მსგავს სიტუაციაში იმსახურებდა“, - იხსენებს მსახიობი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შარლიზ ტერონი სექსუალური შევიწროების შესახებ საუბრობს. პირველად მან ამ თემაზე 2009 წელს OK-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მსახიობის თქმით, მაშინ ჟურნალისტმა თავად გადაწყვიტა, რომ არ დაეწერა რეჟისორის სახელი, ახლა კი, თავად იკავებს თავს ვინაობის გამხელისგან.

"არ იფიქროთ, რომ ვიცავ მას, უბრალოდ, ახლა არაა შესაბამისი დრო, მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები ამ თემას და აუცილებლად ვიტყვი მის სახელს შესაბამის დროსა და მომენტში“, - ამბობს შარლიზ ტერონი.

"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის...  თუ წინა თაობამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება, ეს ჩვენ უნდა შევძლოთ" - გზავნილი შერიგებისთვის

"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

"კარმენი" სცენიდან კინომდე - ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ფილმში გადაიღეს