ავტორი:

ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მათი მცირეწლოვანი შვილი და ნათესავი ემსხვერპლნენ

ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მათი მცირეწლოვანი შვილი და ნათესავი ემსხვერპლნენ

ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. გარდაცვლილებს შორის ბავშვიც არის. ავარიის შედეგად არიან დაშავებულებიც. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, მათი მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

"ბავშვს მუცლის ღრუს დახურული ტრავმა ჰქონდა, ოპერაცია ქობულეთის კლინიკაში ჩაუტარდა, გაიკერა ელენთა. მოხდა ემოსტაზი, თუმცა სხვა დაზიანებების გამო რეანომობილით ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაგვყავს. მოზარდს თავზე აქვს მძიმე დაზიანებები. ბიჭი 3-4 წლამდე ასაკშია. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მას თავის არეში დაზიანებები აქვს. გადაიღო ტომოგრაფია და სტაბილურადაა ",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან სამი - ერთი ოჯახის წევრი, მეოთხე კი მათი ნათესავია. დაღუპულები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მადონა და ედუარდ შაშიკაძეები და მათი მცირეწლოვანი გოგონა, ასევე მათი ნათესავი 23 წლის გურამ ცეცხლაძე.

მადონა და ედუარდ შაშიკაძეები
გურამ ცეცხლაძე

"გარდაცვლილები ერთმანეთის ნათესავები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მძღოლის მამიდაშვილის ცოლი ბავშვებთან ერთად იჯდა, ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მცირეწლოვანი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გარდაცვლილი ნათესავები ახალგაზრდები არიან, ბათუმში ცხოვრობდნენ...",- განუცხადეს ფაქტის თვითმხილველებმა AMBEBI.GE-ს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის სემეკი „მედია კლუბის“ განახლებულ პროექტს იწყებს

ე.წ კორონა ვირუსით ჩინეთში უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

თენგიზ სიგუა გარდაიცვალა