ავტორი:

კონსერვატორიაში ძველ როიალებს ახლით შეცვლიან - უნიკალური პროექტი, რომელსაც "ამბებს მიღმა" საზოგადოების დახმარებით განახორციელებს

კონსერვატორიაში ძველ როიალებს ახლით შეცვლიან - უნიკალური პროექტი, რომელსაც "ამბებს მიღმა" საზოგადოების დახმარებით განახორციელებს

"საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუსიკის სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა, კონსერვატორიის როიალების გარდა" - აღნიშნავენ ღონისძიება #Unite4music-ის ორგანიზატორები.

ღონისძიება მედიაპლატფორმა "ამბებს მიღმა" და კლუბ KHIDI-ის ურთიერთპარტნიორობით გაიმართება. კლასიკური მუსიკის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არსებული როიალების ახლებით ჩანაცვლებას. როგორც ცნობილია, ისინი ბოლო 50 წელია არ განახლებულა.

როგორც კონსერვატორიაში აღნიშნავენ, საბჭოთა პერიოდში კონსერვატორიას "განახლებული" ინსტრუმენტები მიაწოდეს, რომლებიც დროთა განმავლობაში უნდა შეეცვალათ, ამასობაში კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და შემორჩათ ინსტრუმენტები, რომლებსაც სულ რამდენიმეწლიანი ექსპლუატაციის ვადა ჰქონდა.

"ამბებს მიღმას" წარმომადგენლის, ალექსანდრე ჯულაყიძის ინფორმაციით, ღონისძიება 28 დეკემბერს ჩატარდება. 20:00 საათიდან KHIDI-ს G2 ოთახი პროექტ ოპუსს უმასპინძლებს, რომელიც მსმენელისთვის კლასიკური მუსიკის ნაწარმოებების შესრულებას გულისხმობს.

კლასიკურ ნაწარმოებს მსმენელისთვის შეასრულებენ მუსიკოსები ირმა გიგანი, გიორგი გიგაშვილი, ნინო ბიწაძე, თემო ნათობიძე, ალექსანდრე ჯულაყიძე და ლექსო პირმისაშვილი. აღსანიშნავია, რომ შესრულება ხმის გამაძლიერებლების გარეშეა დაგეგმილი და აუდიტორია როიალის ხმოვნებას დამატებითი ინსტრუმენტების გარეშე მოისმენს.

"ეს პრობლემა დიდი ხანია ღვივდება, მაგრამ ახლა უკვე პიკს მიაღწია და ეს როიალები შეკეთებას აღარ ექვემდებარება. კონსერვატორიის ინიცირებული კამპანიის #ერთადმუსიკისთვის მედია პარტნიორი "ამბებს მიღმა" სოციალური მიმართულების მედია-პლატფორმაა, რომლის მთავარი ღირებულებაა, გახსნილად და მარტივად ისაუბროს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე" - განმარტავს ალექსანდრე ჯულაყიძე.

ღონისძიება ორ ნაწილად იყოფა, კლასიკური მუსიკის - პროექტი OPUS-ის შემდეგ 23:30-დან მსოფლიო დონის კლუბის კედლებს თბილისისთვის დამახასიათებელი დაუვიწყარი ტექნო ჟღერადობა შეავსებს.

"კლასიკური მუსიკის საღამოს დასრულების შემდეგ, დაიწყება ელექტრონული მუსიკის ღონისძიება, სადაც თელ-ავივის სცენის ერთ-ერთი ცნობილი ვარსკვლავი DJ Yaeli. ასევე, დაუკრავს KHIDI-ს სამი რეზიდენტი - BOYD SCHIDT, FREQUENCY SCHIFTER, SEVDA. კლასიკური მუსიკის საღამოს დასრულების შემდეგ, დაიწყება ელექტრონული მუსიკის ღონისძიება. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება როიალების შეძენის საქმეს", - განმარტა მან.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას 102-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ალექსანდრე ჯულაყიძის განმარტებით, ფინანსური რესურსის არქონის გამო, წლებია, ძველი როიალების ახლით ჩანაცვლება ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ სამეცადინო ინსტრუმენტების ღირებულება საკონცერტო ინსტრუმენტებზე გაცილებით ნაკლებია.

ლეგენდარული ნიუ-იორკელი დიჯეი Joe Claussell 31 დეკემბერს თბილისში დაუკრავს

"მე ჩემი თავის იმედი მაქვს და საკუთარ თავს ვგულშემატკივრობ" - "საქართველოს ვარსკვლავის" 4 ფინალისტის პროგნოზები შოუს ფინალზე

"ბევრი ვიწვალე, მაგრამ ჟიურიმ მაინც მე გამიშვა..." - მარტა ბარამიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ