ავტორი:

თევზით მომზადებული 3 სალათის რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

თევზით მომზადებული 3 სალათის რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

ახალი წლის დადგომამდე ერთი კვირაღა დარჩა. ამიტომ, კარგი იქნება, რომ უკვე დაგეგმოთ, თუ რომელი კერძები დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას.

ორიგინალური პრეზენტაცია და დახვეწილი გემოს კომბინაცია - ეს სწორედ ისაა, რაც წარმატებულ დღესასწაულს სჭირდება.

თუ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც ტრადიციული სალათები („ოლივიე“, „შუბა“ და სხვა) მობეზრდა და მზად არის ახალი ექსპერიმენტებისთვის, ეს სტატია თქვენთვისაა!

წარმოგიდგენთ სამი საახალწლო სალათის რეცეპტს, თევზისა და ხიზილალის შემადგენლობით:

1. სალათა „სამეფო“ - ორაგულით, კალმარებითა და ხიზილალით

დახვეწილი სალათა წითელი თევზით, კალმარებითა და წითელი ხიზილალით უნდა მოამზადოთ, თუ თავს გურმანად თვლით.

ინგრედიენტები:

წითელი ნორვეგიული ორაგული 150 გ.

კალმარი 150 გ.წითელი

ხიზილალა 2 ს/კ.

პარმეზანი 60 გ.

მოხარშული კვერცხი 2 ცალი.

მაიონეზი 2 ს/კ.

მომზადების წესი:

გაყინული კალმარი გაალღვეთ. მოთუშეთ ტაფაში კარაქთან.ააწყვეთ სალათა: თეფშზე მოათავსეთ დაჭრილი ორაგულის ნაჭრები. შემდეგ - მაიონეზი; მოხარშული კვერცხი; კალმარი, ყველი (გახეხილი).სალათა ზემოდან მორთეთ წითელი ხიზილალით.

2. სალათა „საათი“

საჭირო ინგრედიენტები:

ქაშაყის ფილე

კარტოფილი 3 ცალი

კვერცხი 3 ცალი

რბილი ყველი 4 ცალი

სტაფილო 2 ცალი

ნაღების კარაქი 30 გ.

ხახვი 1 თავი

მაიონეზი 250 გ.

ოხრახუში (მოსართავად)მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

მოხარშეთ ბოსტნეული და კვერცხი. გააცივეთ.თეფშზე დადეთ რგოლი (სალათის ფორმის მისაცემად, რომელსაც შემდეგ მოხსნით).გახეხილი კარტოფილი ჩააფინეთ ფორმის ძირში, კარგად დააბრტყელეთ კოვზით. წაუსვით მაიონეზი.დაჭერით ქაშაყი და დაადეთ კარტოფილის ფენას.ხახვი დაჭერით პატარა კუბებად და მოაყარეთ თევზს. ყველა ფენას გადაუსვით მაიონეზი.კვერცხის გულები და ცილა გააცალკევეთ. გული გადაინახეთ, ცილა დაჭერით წვრილად და მოაყარეთ ხახვს.რბილი ყველიც გახეხეთ და დაადეთ შემდეგ ფენად. ზემოდან მაიონეზი გადაუსვით.გაყინული კარაქი გახეხეთ სახეხზე და მოაყარეთ ყველს.ზემოდან მოათავსეთ გახეხილი სტაფილო და კვერცხის გულები. სალათა მზადაა. მორთეთ ზემოდან ისე, რომ საათის ვიზუალი მიიღოთ. გამოიყენეთ სტაფილო, ოხრახუში და მაიონეზი.

3. სალათა "ნაძვის ხე"

ამგვარად გაფორმებული სალათა ძალიან უხდება საახალწლო სუფრას.

ინგრედიენტები:

ნორვეგიული ორაგული;ყველი – 250 გრ;ლიმონის წვენი;კრეკერი;მწვანილი.ბროწეულის და სიმინდის მარცვლები მოსართავად.

მომზადების წესი:

სალათის მომზადება ძალიან მარტივია. წვრილად დაჭერით ორაგული, დაუმატეთ გახეხილი ყველი. მიღებულ მასას დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი და შეაზავეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.მიეცით მას კონუსის ფორმა და მწვანილით (კამა) მორთეთ ისე, რომ ნაძვის ხეს დაემსგავსოს.ზემოდან სტაფილოს ვარსკვლავი დაადგით.სათამაშოების ნაცვლად გამოიყენეთ ბარდა, ბროწეულის და სიმინდის მარცვლები, წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა ან კრეკერები.

ცნობისთვის, თევზის მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს გვთავაზობს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანე“, რომლის ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს.

საახალწლო საჩუქრების დროა!

რა იგეგმება აჭარაში წინასაახალწლოდ?!

ვის დააჯილდოებენ „მაგნოლია 2019“-ზე ბათუმში