ავტორი:

საახალწლო საჩუქრების დროა!

საახალწლო საჩუქრების დროა!

რამდენჯერ გვითქვამს, რომ დრო სწრაფად ან ნელა გადის (დამოკიდებულია განწყობაზე), თუმცა არსებობს წელიწადის ერთი თვე, როდესაც დრო განსაკუთრებით ჯადოსნური, შეიძლება ითქვას ზღაპრულია. რა თქმა უნდა, ეს თვე დეკემბერია- წლის დასასრული და ახალი წლის, ბევრისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისიც. სწორედ რომ დეკემბერში ვიწყებთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევას და საკმაოდ დიდი ფიზიკური, ემოციური (და ფინანსური) რესურსიც გვეხარჯება. თუმცა, საყვარელი ადამიანის გახარებაზე საუკეთესო საჩუქარი ცოტა რამ შეიძლება იყოს.

მოდით აქვე შევთანხმდეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საჩუქარი სამკაულის აქსესუარებია, რომლებიც როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებსაც ახარებს. თან დროთა განმავლობაში არ იცვითება, არ კარგავს მასთან ასოცირებულ მოგონებებსა და ფასს, პირიქით სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხდება ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, განსაკუთრეbული საჩუქრების შერჩევა ფიქრს და დაფიქრებას მოითხოვს. ვფიქრობთ ხარისხზე, სილამაზესა და პრაქტიკულობაზე. პირველი, რაც სამკაულის შერჩევისას გვახსენდება, როდესაც ბრენდზე ვიწყებთ ფიქრს ფრანკო ფონტანაა, რომელიც 10 წელზე მეტია საკუთარ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციით და მუდმივად განახლებადი კოლექციით ანებივრებს.

რომელი საჩუქარი გაგახარებდათ თქვენ?

ფრანკო ფონტანაში ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ნახოს საკუთარ სტილზე, გემოვნებასა და პრეფერენციებზე მორგებული საჩუქარი. აქვე დავძენ, რომ პირველი დეკემბრიდან აქ უკვე ახალი წელია და საქმე მხოლოდ მაღაზიების ჯადოსნურ მორთულობაში როდია, ულამაზესი აქსესუარების ქსელი ძირითად მოდელებზე 35%, შერჩეულ კოლექციაზე კი 50% ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.

აქ თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ უმაღლესი ხარისხის იტალიური ოქროს, ვერცხლის და ბრილიანტების საიუველირო ნაწარმი, რომელიც სპეციალურად თქვენთვისაა შერჩეული. იმ შემთხვევაში თუ განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებთ, შეგიძლიათ 18K precious crafts მიაკითხოთ სადაც 750 სინჯის ანუ 18 კარატიანი ოქროს უმაღლესი ხარისხის ნაკეთობები, ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ქვები დაგხვდებათ.

ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ფრანკო ფონტანაში საჩუქარს მამაკაცებისთვისაც შეარჩევთ! მაგ: მაქსიორო - ბრენდი, რომელიც სიძლიერეს, ელეგანტურობასა და მიმზიდველ შარმს უსვამს ხაზს მასიურობით.

მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ბრენდი პოზიციონირდება, როგორც სანდო, უნიკალური, დახვეწილი სტილის, განსხვავებული დიზაინისა და მიდგომის მქონე. ფრანკო ფონტანასა და 18 კარატის მაღაზიები ასევე გამოირჩევა კვალიფიციური პერსონალით, პროდუქციისა და მომსახურების მაღალი ხარისხით. არ არის გასაკვირი, რომ კომპანია აფართოვებს ქსელს და 26 დეკემბერს ფრანკო ფონტანას ახალ მაღაზიას აქსისი თაუერსში ხსნის, რაც შეეხება 18 კარატს იანვრიდან, სითი მოლის ლაქშერი ზონაში გიმასპინძლებთ.

მგონი დაუვიწყარი საჩუქრის შესაძენად სხვა აღარაფერია საჭირო.

და სასაჩუქრე ბარათი? კი, თავისუფლად შეგიძლიათ სასაჩუქრე ბარათის ჩუქებაც. წინ ულამაზესი ახალი წელია, რომლის გალამაზებაშიც სწორად და მთელი გულით შერჩეული ულამაზესი სამკაულები დაგეხმარებათ!

რა იგეგმება აჭარაში წინასაახალწლოდ?!

თევზით მომზადებული 3 სალათის რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

ვის დააჯილდოებენ „მაგნოლია 2019“-ზე ბათუმში