ავტორი:

როგორი ნაძვის ხე აქვს კახა კალაძეს სახლში - ფოტოები ანუკის "ინსტაგრამიდან"

როგორი ნაძვის ხე აქვს კახა კალაძეს სახლში - ფოტოები ანუკის "ინსტაგრამიდან"

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 25 დეკემბერს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აანთო. ნაძვის ხის მიმართ საზოგადოებას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რადგანაც ცნობილი იყო, რომ ის იტალიაში დაამზადებინეს და დედაქალაქის ბიუჯეტს 304 848 ევრო დაუჯდა.

ნაძვის ხის ანთების შემდეგ საზოგადოების ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა და უარყოფითი დამოკიდებულება სოციალურ ქსელში გამოხატეს. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ნაძვის ხის ვიზუალმა ხუმრობის ხასიათზეც მოიყვანა და უამრავი კომენტარი, გიფი და ვიდეოც მიუძღვნეს მას.

თუმცა როგორც აღმოჩნდა თბილისის მერს ნაძვის ხე მოსწონს და ამბობს, რომ მსოფლიოში ახლა ასეთი ხეებია ტრენდული. კითხვაზე, აღნიშნული ნაძვის ხე მართლაც ღირდა, თუ არა მილიონი ლარი და ჩამოიტანა თუ არა მილანიდან, კალაძემ უპასუხა: "ეჭვი გეპარებათ მაგაში?!" თბილისის მერმა ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის ნაძვის ხეს საახალწლოდ ნორვეგიიდან ჩამოიტანს.

სოციალურ ქსელში კომენტარებისას ბევრი ინტერნეტმომხმარებელი ინტერესდებოდა, თუ როგორი ნაძვის ხე აქვს დედაქალაქის პირველ პირს სახლში. როგორც აღმოჩნდა, წინა წელთან შედარებით კალაძის ოჯახის ნაძვის ხე მოკრძალებულია. ნაძვის ხის ფოტოები სოციალურ ქსელში მერის მეუღლემ დიზაინერმა ანუკი არეშიძემ გაავრცელა.

მაკა ასათიანი ბებია ხდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება დიზაინერის ორსული რძალი

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა