ავტორი:

"თეთრი მტაცებელი პუტინის შავი გეგმებისთვის..." - რატომ ჩუქნის რუსეთის პრეზიდენტი "ელიტურ ფრინველებს" შეიხებს

"თეთრი მტაცებელი პუტინის შავი გეგმებისთვის..." - რატომ ჩუქნის რუსეთის პრეზიდენტი "ელიტურ ფრინველებს" შეიხებს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში თავისი პარტნიორი ლიდერებისთვის განსაკუთრებით ძვირიანი "ელიტური ფრინველების" დასაჩუქრებით არის გატაცებული.

novayagazeta.ru-ს ცნობით, მტაცებელთა ოჯახის წარმომადგენელი თეთრი ფალკონი (მიმინოსებრთა ოჯახის წარმომადგენელი), ძირითადად კამჩატკაზე (ნახევარკუნძული რუსეთში) ბინადრობს და წლებია ბრაკონიერების სამიზნეა.

"ადგილობრივი კანონმდებლობით, მისი გაყიდვა არალეგალურია, თუმცა ამის მიუხედავად ეს ბიზნესი ფართოდ არის გვრცელებული და მისი ბრუნვა ასობით მილიონ დოლარს აღწევს. მას ძირითადად, ახლო ამოსავლეთის შეიხები ყიდულობენ, სადაც "ელიტურ ფრინველად" და განუსაზღვრელი ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლება. რუსეთის პრეზიდენტისთვის ეს რა საკვირველია, ცნობილია, სწორედ ამიტომ მან ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში რამდენიმე თეთრი გიფალკონი საუდის არაბეთის მეფესა და აბუ-დაბის პრინცს აჩუქა, რასაც ადგილობრივ ინტერნეტსივრცეში სკანდალი მოჰყვა. კერძოდ, პუტინი კონტრაბანდისა და ბრაკონიერების მხარდაჭერაში ამხილეს” - წერს გამოცემა.

ინტერნეტში გავრცელა ფოტო, სადაც ასახულია, თუ როგორ ჩუქნის პუტინი სამეფო ფრინველს აბუ-დაბის მემკვიდრეს, მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაიანის, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროს შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილეა. გამოცემის თქმით, ძვირფასი ჯიშის ჩიტით ვაჭრობა ჯერ კიდევ საბჭოთა წლებიდან იღებს სათავეს. ბრაკონიერები მუდმივად ნადირობდნენ და ყიდდნენ მას. კამჩატკაზე სომხეთიდან, უკრაინიდან, სირიასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჯგუფებად ჩამოსული ადამიანები ნადირობენ.

ვითარება იმდენად უკონტროლო გახდა, რომ 2006 წელს მისი დაჭერა დანაშაულად გამოცხადდა და ბრაკონიერ მონადირეებს მილიცია და ФСБ დევნიდა, თუმცა ადგილობრივების დახამრებით, ისინი "მუშაობას" მაინც ახერხებენ.

"თუმცა, რუსეთის მეფისთვის ყველაფერი დაშვებულია და საჭიროებისას, გადაშენებამდე მისული ფრინველებით პარტნიორების გულის მოგებას არც პუტინი ერიდება... ამ დროისთვის, კამჩატკაზე 20-მდე ბრიგადა ნადირობს. თითოში დაახლოებით 10 ადამიანია და ყველას თავისი საქმე აქვს - ისინი ახლო აღმოსავლეთიდან მოსკოვის გავლით ფინანსდებიან. ფრინველებს "შუამავლებს" აძლევენ, მანამდე მათ უვლიან, კვებავენ, კერძო სახლებში, ავტოფარეხებსა და სხვა ადგილებში მოწყობილ სახლებში აჩერებენ და შემდეგ გასამგზავრებლად ამზადებენ. თუმცა, მანამდე, ხანგრძლივი მგზავრობისთვის დიდი დოზით საძილე საშუალებას ასმევენ, რათა პორტებში, აეროპორტებსა და ზოგადად, საზღვარზე ჩუმად იყვნენ.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, რუსულმა მედიამ ახლო აღმოსავლეთში პუტინის ვიზიტი ფართოდ გააშუქა, თუმცა აღნიშნული ფრინველი ცენტრალურ მედიას არ უხსენებია. მაშინ რამდენიმე ოპოზიციურმა მედიამ გაკვრით დაწერა, რომ პუტინმა აბუ-დაბის კონტრაბანდული საჩუქარი ჩაუყვანა. პუტინის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, განმარტება გაეკეთებინა, თითქოს ფრინველი ველური კი არა, ინკუბატორში გამოყვანილი იყო.

"არადა, ცნობილი გახდა, რომ კამჩატკაზე მოსკოვიდან ცნობილი ბიზნესმენი ჩაფრინდა და იქ ფრინველებზე მონადირე ბრაკონიერებს შეხვდა... რაც შეეხება კრემლის ვერსიას, თითქოს აბუ-დაბიში "შინაური" ფალკონი ჩაიყვანეს, არასერიოზულია, რადგან მსგავსი ფრინველი იქაც ეყოლებოდათ... ამიტომ გაისარჯა პუტინი და კრემლის კარის ბიზნესმენი კამჩატკაზე აფრინა", - წერს novayagazeta.ru, რომლის თქმითაც, ფაქტს ადგილობრივი რუსული გამოცემის რედაქტორი შუხრატ რაზაკოვიც ადასტურებს.

ცოტა ხანში ასევე გაირკვა, რომ კამჩატკაზე 155 ჰა ფართობზე, ფალკონსაშენის აშენება იგეგმება, რომელსაც თავად შუხრატ რაზაკოვი უხელმძღვანელებს. პროექტი ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული ფულით ფინანსდება და 2021 წელს უნდა დასრულდეს.

"სხვა თემაა, რა კონკრეტული გეგმები დგას პუტინისა და ახლო აღმოსავლელი ლიდერების თეთრი ჩიტების მოშენების უკან... ფაქტია, რომ პუტინს უფრო შავი აზრები აწუხებს, ვიდრე თეთრი ფალკონების მოშენებაა, რადგან ის საუდის არაბეთის მმართველების გულის მოგებას უსაფუძვლოდ არ შეეცდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შავი ბაზრით წარმატებით სარგებლობენ და მზად არიან ველურ ფრინველში მილიონობით დოლარი გადაიხადონ...", - წერს რუსული მედია.

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 17 სასულიერო პირს დაუდგინდა

რა სკანდალები უკავშირდება უხანის ლაბორატორიას - უცნობი ფაქტები და ფოტოები ადგილიდან, რომელსაც COVID-19-ის გავრცელებაში ადანაშაულებენ

რუსი მილიარდერის თვითმკვლელობა - პუტინთან და მიშუსტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელსაც 90-იანებში ივანიშვილთან საერთო ბიზნესი ჰქონდა