ავტორი:

"ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა" - ოსური მედია

"ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა" - ოსური მედია

sputnik-ossetia-ს ინფორმაციით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. გამოცემის ცნობით, ბიბილოვმა გაფრინდაშვილის შეწყალების ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე საათის წინ გათავისუფლდა. იგი ამჟამად შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ექიმის მდგომარეობა კარგია.

"ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ამჟამად იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში, ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით“, - განაცხადა ანთაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რა საფრთხე ემუქრება საქართველოს, თუ აშშ-სა და ირანს შორის კრიზისი გამწვავდება?

მოსკოვში აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი გარდაიცვალა

პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა