ავტორი:

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა. გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ადგილზე დილიდანვე ჩავიდნენ მინისტრები, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. აღნიშნულ ფაქტზე მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა კომენტარები.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ექიმის გათავისუფლება ძირითადად ხელისუფლების ძალისხმევისა და დაუღალავი მუშაობის შედეგია.

იგივე პოზიცია აქვს ეკონომიკის მინისტრს. ნათია თურნავას განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევების პირველივე დღიდან ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს დღე, რაც შეიძლება, მალე დამდგარიყო.

ხელისუფლების, ოჯახის და მთელი საზოგადოების დამსახურებად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, "28 ნოემბერს ამ პრობლემის თაობაზე, ჟენევის ფორმატი იყო მაქსიმალურად გამოყენებული" და ამას ისინი ზედმეტი აჟიოიტაჟის გარეშე აკეთებდნენ.

განსხვავებული პოლიცია აქვს ამ საკითხზე ირმა ინაშვილს და ამბობს, რომ "ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა კონკრეტულად მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, დავით თარხან-მოურავმა და მათმა ძალისხმევამ".

ხოლო ნინო ბურჯანაძემ დღეს გავრცელებული სასიხარულო ამბის შემდეგ მადლობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს გადაუხადა.

ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგის გათავისუფლებას ქართველი ინტერნეტმომხმარებლების დიდი ნაწილი გამოეხმაურა. ყველა ჯერდება, რომ ამ შემთვევაში მთავარი ფაქტია და არა ის "თუ ვინ დაიბრალებს გაფრინდაშვილის გათავისუფლებას".

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

მაკა ასათიანი ბებია ხდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება დიზაინერის ორსული რძალი

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო