ავტორი:

ნამცხვარი, რომელიც დედოფალ ელისაბედს მუდმივად ჩანთით დააქვს - მონარქს დესერტი მოგზაურობაშიც მიაქვს

ნამცხვარი, რომელიც დედოფალ ელისაბედს მუდმივად ჩანთით დააქვს - მონარქს დესერტი მოგზაურობაშიც მიაქვს

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის პატარა ჩანთები მსოფლიოსთვის ცნობილია. თურმე, ამ ჩანთებში მის უმაღლესობას, ძალიან ხშირად, საყვარელი დესერტი აქვს. ხოლო, თუ ჩანთაში არ აქვს, თან ახლავს ადამიანი, რომელსაც ბრიტანეთის პირველი ქალისთვის დესერტი მიაქვს.

დერენ მაკგრედი ელისაბედ მეორის ყოფილი შეფ-მზარეულია, რომელიც მისთვის 15 წლის განმავლობაში ამზადებდა საჭმელს. მაკგრედის თქმით, დედოფალს ძალიან უყვარს ტკბილეული და მისი საყვარელი ნამცხვარი შოკოლადის ბისკვიტია.

მაკგრედის თქმით, როდესაც დედოფალი სადმე მიდის, ყოველთვის თან მიაქვს საყვარელი დესერტი და საუზმის, სადილისა, თუ ვახშმის შემდეგ აუცილებლად მიირთმევს.

შეფ-მზარეული ამბობს, რომ დედოფალმა იცის, როგორი მავნებელია ტკბილეული, ამიტომაც ძალიან მცირე ულუფებს ჭამს. მიირთმევს იმდენს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

დესერტს აქვს როგორც შოკოლადის ბისკვიტი, ასევე შოკოლადის კრემი. მას დედოფლის ჩანთაში სპეციალური პატარა კონტეინერით ათავსებენ.

დერენი ამბობს, რომ არ არსებობს დღე, როდესაც დედოფალი ამ ნამცხვარს არ მიირთმევს. ნამცხვარი დააქვს მოგზაურობის დროსაც.

"რატომაც არა? - როცა დიდი ბრიტანეთის დედოფალი ხარ, პირადი მზარეული გყავს, მერე რა, თუ საყვარელ დესერტს მოგზაურობაშიც წაიღებ?!" - დასძენს შეფ-მზარეული.

ის დედოფლის საყვარელი შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტსაც გვიზიარებს. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 100 გრამი შავი შოკოლადი, 400 გრამი ცხელი შოკოლადი, 100 გრამი შაქრის გრანულები, 100 გრამი კარაქი, 200 გრამი ორცხობილის ფხნილი. რაც შეეხება მომზადებას, შეფის თქმით, ეს მარტივია. ჯერ მოამზადეთ ტორტის ჩვეულებრივი, მარტივი ბისკვიტი, დერენის თქმით, ნამცხვრის გემოს მთავარი საიდუმლო მის კრემშია, რომლის მომზადების წესიც ასეთია:

შეურიეთ ერთმანეთს კარაქი და შაქარი და აადუღეთ. ადუღეთ მანამდე, სანამ ღია ფერის მასას არ მიიღებთ. მიღებულ მასას დაუმატეთ ცხელი შოკოლადი და იმისთვის, რომ კარგად შეზავდეს, კარგად მოურიეთ იმისთვის, რომ არ აიჭრას და იდეალურად შეზავდეს. დაამატეთ ერთი ცალი კვერცხი, ხოლო შემდეგ ორცხობილის ფხვნილი.

დაელოდეთ გაციებას სამი საათის განმავლობაში და მიღებული მასა წაუსვით ბისკვიტზე ისე, რომ კარგად გადანაწილდეს. გახეხეთ შავი შოკოლადი და თავზე მოაყარეთ - დედოფლის ნამცხვარი მზადაა.

რუსი მინისტრი კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გასასინჯად სათხილამურო სათვალით მივიდა

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან