ავტორი:

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში მშობიარე ქალი დაიღუპა - რას ამბობენ ახლობლები და კლინიკის დირექტორი

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში მშობიარე ქალი დაიღუპა - რას ამბობენ ახლობლები და კლინიკის დირექტორი

წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

დაღუპული ქალის ოჯახის განცხადებით, სამი შვილის დედას თრომბი განუვითარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალს გული გაუჩერდა. ახლობლები მომხდარს ექიმების უყურადღებობას უკავშირებენ. ისინი ექსპერტიზის ჩატარებას და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ, ვისი ბრალეულობაც ქალის გარდაცვალების საქმეში იკვეთება.

"რეანიმაციის კარები დაკეტეს... შვიდის წუთები იყო, ყველა დაიმალა აქეთ-იქეთ და ძალით შევედი... დაღუპული დამხვდა ჩემი მეუღლე. უყურადღებობით მოხდა ეს ყველაფერი! პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა, იმიტომ რომ აქ კიდევ მოხდება ეგეთი რამ... მე დავიღუპე და სხვასაც დაღუპავენ ესენი" - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გარდაცვლილის მეუღლემ მამუკა ლაზარიაშვილმა.

დაღუპული მშობიარეს ნათესავების თქმით, პაციენტის გარდაცვალების დროდ სხვა არის მითითებული ისტორიაში, რეალურად კი მშობიარე ქალი უფრო ადრე გარდაიცვალა.

წმინდა იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ "ინტერპრესნიუსს" 34 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და თუ ვინმე დამნაშავეა, ყველა პასუხს აგებს.

ოდიშარიას ინფორმაციით, შემთხვევა მშობიარობიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოხდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

"თუ რამ გამოიწვია 34 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალება, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და განხილული ისე, როგორც უნდა იყოს.

ძალიან სამწუხაროა, რომ 34 წლის 3 შვილის დედა აღარ არის. თუ ვინმე დამნაშავე იქნება ყველა პასუხს აგებს“ - განაცხადა ვეფხვია ოდიშარიამ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ტრაგედია თერჯოლაში - 3 წლის ბავშვს თამაშის დროს იარაღი გაუვარდა, რის შედეგად მისი 6 წლის ძმა გარდაიცვალა

რუსთავში წლინახევრის გოგონა მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს

გურიაში 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს