ავტორი:

როგორ შეძლო ნორვეგიამ, რომ ქვეყნის დედაქალაქში ავარიით ადამიანები არ იღუპებიან - 2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევამ ერთადერთი ადამიანი იმსხვერპლა

როგორ შეძლო ნორვეგიამ, რომ ქვეყნის დედაქალაქში ავარიით ადამიანები არ იღუპებიან - 2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევამ ერთადერთი ადამიანი იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 2019 წელს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ისტორიაში პირველად, მთელ ნორვეგიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ გარდაცვლილა არც ერთი 16 წლამდე მოზარდი.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ქვეყანაში 2018 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევათა შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაზრდილია - 2018 წელს გარდაიცვალა 108 ადამიანი, ხოლო 2019 წელს - 110.

ადგილობრივი გამოცემა Aftenposten წერს, რომ საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2017 წელსაც ძალიან დაბალი იყო. მაშინ ოსლოში 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ნორვეგიის გზების ადმინისტრაციის სამსახური ცნობით, ბოლო 50 წელიწადში ავარიების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. მათივე ინფორმაციით, 1975 წელს ოსლოში 41 ადამიანი ემსხვერპლა საგზაო შემთხვევებს და მას შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვმა მკვეთრად იკლო.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე სახიფათო, საგზაო შემთხვევების კუთხით, ბულგარეთი და რუმინეთია, სადაც ყოველ მილიონ ადამიანში 90 ავარიებს ეწირება.

როგორ მიაღწია ნორვეგიამ ასეთ შედეგს?

2002 წელს ნორვეგიის მთავრობამ წარადგინა პროგრამა Vision Zero (ნულოვანი ხედვა), რომლის მიზანიც იყო, საგზაო ინციდენტებისა და მათ შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება. სწორედ ეს პროგრამა უდევს საფუძვლად გზების უსაფრთხოდ მოწყობას.

პროგრამის ამოქმედების შემდეგ შემცირდა საშუალო დასაშვები სიჩქარე ნორვეგიის გზებზე და ბაზარზე გაიზარდა უსაფრთხო მახასიათებლების მქონე ავტომანქანების რაოდენობა.

ოსლოში გზების ადმინისტრაციამ ავტომობილით სავალ ნაწილებზე შეზღუდვები დააწესა, განსაკუთრებით მკაცრი შეზღუდვები კი ქალაქის ცენტრში მოქმედებს. შეზღუდვები ძირითადად ეხება სიჩქარეს. ასევე უდიდესი ყურადღება ეთმობა ავტომობილის ტექნიკურად გამართულობას.

გზებზე "2+1" გზები აშენდა, რაც გულისხმობს, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილებისათვის წინ მიმავალი ავტომობილების გადასასწრებად დამატებითი შუა ზოლია გამოყოფილი. მოეწყო ქვეითთა გადასასვლელები.

დაიწყო ერთმანეთთან კარგად დაკავშირებული ველობილიკების მოწყობა, რათა მოქალაქეები ორბორბლიან ტრანსპორტზე გადასულიყვნენ. გზების მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოწყობის პროცესი და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დღემდე მიმდინარეობს, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა.

"ქმრით მანიპულირებს... მაინც დააშორა ძმები ერთმანეთს" - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ჰარისა და მეგანის უარს სამეფო სტატუსზე

ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორი იყო ირანი ისლამურ რევოლუციამდე - ქალები ჩადრის გარეშე და საცურაო კოსტუმებით სანაპიროზე

ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ - მიზეზი მართლაც გაგაოცებთ