ავტორი:

"ცოტა დრო გვაქვს, ყველა წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - 2 შვილის დედა მძიმე დაავადებას ებრძვის და საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ცოტა დრო გვაქვს, ყველა წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - 2 შვილის დედა მძიმე დაავადებას ებრძვის და საზოგადოების დახმარება სჭირდება

ორი შვილის დედა მაკო ბერიძე, მძიმე დაავადებას ებრძვის და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება. დაავადების დასამარცხებლად 100 000 დოლარზე მეტია საჭირო, რისი გადახდის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

მაკოს დაუდგინდა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (ALS, БАС) - პროგრესირებადი დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუნთების პროგრესირებადი სისუსტე. მიმდინარეობს კუნთების ატროფია, პაციენტი ეტაპობრივად კარგავს მოძრაობის და მეტყველების უნარს. ილევა და დუნდება სხეულის ყველა კუნთი. დაავადება გენერალიზდება შეუჩერებლად, იწვევს პროგრესირებად ქმედუუნარობას და საბოლოო ჯამში სიკვდილს, მეტწილად სუნთქვის უკმარისობის შედეგად...

ახალგაზრდა ქალის დასახმარებლად "ფეისბუქზე" მეგობრებმა და ახლობლებმა ჯგუფები შექმნეს, სადაც ინფორმაციას ავრცელებენ:

"მთავარი პრობლემა ის არის, რომ დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებს და ნებისმიერ წუთს შეიძლება აღმოვჩნდეთ ფატალური შედეგის წინაშე.

მაკოს დაავადების ყველა სიმტომი გამოუვლინდა. ფაქტიურად პარალიზებული აქვს ხელები, უჭირს მეტყველება და პროცესი უკვე ვლინდება ქვედა კიდურებზეც.

დღესდღეობით, დაავადებისგან განსაკურნებლად, კონსერვატიული თერაპია არ არსებობს. მედიკოსების მიზანია დამხმარე და პალიატიური ღონისძიებების ჩატარება, რაც მიმართულია პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ, თუმცა საქართველოში პრეპერატებიც კი არ არის ხელმისაწვდომი და მათი მოძიება ოჯახს უწევს მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ შავ ბაზარზე.

პარალელურად ხდება კლინიკების მოძიება, თუმცა იმედისმომცემი პასუხი მივიღეთ მხოლოდ კორეის რესპუბლიკაში არსებული “Cell Therapy Center, Hanyang Univ. Medical Center”-დან, რომლებიც გვთავაზობენ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობას, მაგრამ ამისთვის აუცილებელია პაციენტი გაემგზავროს კორეაში (პრეპარატის ტრანსპორტირება არ ხდება, ვინაიდან მხოლოდ 48 საათი აქვს ვადა).

მკურნალობის კურსი მოიცავს 3 ეტაპს, რომელთაგან თითო დაახლოებით 36 000$ ჯდება, ჯამში 108 000 დოლარი, რასაც ემატება ადგილზე განსახორციელებელი კვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის ხარჯები.

დაგვეთანხმებით, ამ მოცულობის თანხის მობილიზება, ერთი ჩვეულებრივი ოჯახისთვის შეუძლებელია. ამიტომ გადავწყვიტეთ გავერთიანდეთ და დავეხმაროთ მაკოს ამ უმძიმესი დაავადების დაძლევაში.

ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ყველა წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აქ არ არსებობს ბევრი და ცოტა, აქ თითოეული თეთრი ერთნაირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ!" - ვკითხულობთ მაკო ბერიძის მხარდამჭერ განცხადებაში.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი:

GE47BG0000000161920997

TBC ბანკი:

GE77TB7060345061100071

მიმღები ბექა ბერიძე (მაკოს მეუღლე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.gofundme.com-ზეც

სტრასბურგში კორონავირუსით გარდაცვლილი 40 წლამდე ქალი ონკოპაციენტი იყო - ახალი დეტალები ქართველ ემიგრანტზე

"ახლა ყველას გვიჭირს და უხერხულია დახმარების თხოვნა, მაგრამ შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ" - 28 წლის სალომე ხარებავა სიცოცხლისთვის იბრძვის

ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები - მოსაზრებები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები