ავტორი:

ქეთა თოფურია ლევ ძენ­გო­ვთან ერთად ალპებში, "საშიშ ოთახში" ისვენებს - ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"

ქეთა თოფურია ლევ ძენ­გო­ვთან ერთად ალპებში, "საშიშ ოთახში" ისვენებს - ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"

ქეთა თოფურიას სასიყვარულო ისტორიები მედიისთვის ერთ-ერთ საინტერესო თემად რჩება. მას შემდეგ, რაც მოსკოვში ახალ წელს შეხვდა, მომღერალმა ახალ სიყვარულთან ერთად საფრანგეთის ალპებში დასვენება გადაწყვიტა.

მისი რჩეული 35 წლის ბიზნესმენი და დიპლომატი ლევ ძენგოვია. წყვილი დიდი ხანია აღარ მალავს ურთიერთობას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზეც ხშირად ჩნდებიან.

თოფურია-ძენგოვის წყვილმა დასვენება სასტუმროს საკმაოდ უჩვეულო ნომერში გადაწყვიტეს. მომღერლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს ინსტაგრამზე კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. კედელზე მგლის თავის ფიტული და უამრავი დანა ჩანს, რაც მართლაც მძიმე სანახავია.

"მოღუშული და საშიში, მოჭრილი თავი, დანები და ხანჯლები, ეს რა მკვლელის ოთახია?", "დრაკონები ცხოვრობენ?“, "ბებია სად არის?" - უწერენ მომღერალს კომენტარებში.

შეგახსენებთ, რომ ქეთამ რეპერ გუფისთან სკანდალურად დაშორების შემდეგ მალე იპოვა ახალი სიყვარული, ლევ ძენგოვის სახით, რომელიც მისი პირველი ქმრის მოსახელეა. რაც შეეხება ლევ გეიხმანს, რომელთანაც მომღერალს ერთი საერთო შვილი ჰყავს, ამერიკაში ცხოვრობს და წყვილი ერთმანეთთან ცივილურ ურთიერთობას ინარჩუნებს.

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"