ავტორი:

გადაიდება თუ არა სწავლა საჯარო სკოლებში - განათლების სამინისტროს კომენტარი

გადაიდება თუ არა სწავლა საჯარო სკოლებში - განათლების სამინისტროს კომენტარი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასწავლო პროცესის დაწყება შეიძლება 20 იანვრამდე გადაიდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბით სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი რეკომენდაცია უნდა არსებობდეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამ დროისთვის განათლების სამინისტროსთვის მსგავსი რეკომენდაციით არ მიუმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განუმარტეს, ისინი ვერ ხედავენ აუცილებლობას, გრიპის ვირუსის გამო, განათლების სამინისტროს, სკოლებში ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების რეკომენდაციით მიმართონ.

„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა

"სასიხარულო ამბავია, რომ გვექნება ვაქცინის არჩევანის საშუალება... საქართველოში ეს დაახლოებით, 7-8 თვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"კიდურების კანკალი, მეხსიერების  პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული გამოვლინებებიც..." - კიდევ რა გართულებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?