ავტორი:

ირანში, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ყასემ სოლეიმანის ფოტოები დახიეს - როგორ ეხმაურება ირანის მოვლენებს ტრამპი

ირანში, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ყასემ სოლეიმანის ფოტოები დახიეს - როგორ ეხმაურება ირანის მოვლენებს ტრამპი

უკრაინული ლაინერის შემთხვევით ჩამოგდების აღიარების შემდეგ, თეირანში ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა. ასობით დემონსტრანტი ქაბირის უნივერსიტეტთან შეიკრიბა.

ისინი ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და გენერალ ყასემ სოლეიმანის ფოტოები დახიეს. აქციის მონაწილეები ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გადადგომას ითხოვდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ ირანში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ირანელი ხალხის გამბედაობით „შთაგონებულია“.

„მივმართავ ირანელ მამაც, მრავალტანჯულ ხალხს: ჩემი გაპრეზიდენტების დროიდან მუდამ თქვენს გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია თქვენს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო. მათ აღიარეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა გახდა" და მათ „ბოინგ 737“ შემთხვევით ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ბორტზე 176-ვე მგზავრი დაიღუპა.

ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

სენატმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

ჰოკეის მოყვარული მილიონერი, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია - რა ვიცით რუსეთის მომავალ პრემიერზე?