ავტორი:

ჰოკეის მოყვარული მილიონერი, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია - რა ვიცით რუსეთის მომავალ პრემიერზე?

ჰოკეის მოყვარული მილიონერი, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია - რა ვიცით რუსეთის მომავალ პრემიერზე?

რუსეთის თანამედროვე ისტორიაში 15 იანვარს მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომელიც ძალზე შორსმიმავალ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ.

ჯერ ერთი, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური საკრებულოს მიმართვის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმა წამოაყენა, მეორე - გადადგა, უფრო სწორედ, პუტინმა გადააყენა მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ჩათვლით და იმავდროულად ახალი პრემიერის კანდიდატურაც დაასახელა.

პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს მთავრობის მეთაურის პოსტზე დასამტკიცებლად, ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი - მიხაილ მიშუსტინი წარადგინა.

  • ვინ არის რუსეთის მომავალი პრემიერი?

მიხაილ მიშუსტინი დაიბადა 1966 წლის 3 მარტს, ქ. მოსკოვში. 1989 წელს დაამთავრა მოსკოვის ჩარხმშენებელი ინსტიტუტი და მიენიჭა "ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის" კვალიფიკაცია. სწავლა იმავე ინსტიტუტის ასპირანტურაში გააგრძელა, რომელიც 1992 წელს დაასრულა.

2003 წელს მიშუსტინმა დისერტაცია დაიცვა რუსეთის გიორგი პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ აკადემიაში თემაზე "სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმი რუსეთში", მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება, მოგვიანებით კი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორიც გახდა.

1992 წლიდან მიხაილ მიშუსტინი მუშაობდა კომპიუტერულ კლუბში, იყო სატესტო ლაბორატორიის უფროსი, საერთაშორისო კომპიუტერული კლუბის მართვის საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წელს სახელმწიფო სამსახურში შევიდა - დაინიშნა რუსეთის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწედ, ხოლო 1998 წლის აგვისტოდან - მის მოადგილედ.

1999 წლის მარტიდან 2004 წლის მარტამდე მუსაობდა რუსეთის საგადასახადო მოსაკრებლების მინისტრის მოადგილედ, შემდეგ - რუსეთში უძრავი ქონების ობიექტების ფედერალური კადასტრის სააგენტოს ხელმძღვანელად (ეს სტრუქტურა გაუქმდა 2009 წელს), მიხაილ მიშუსტინი 2010 წლის 6 აპრილიდან რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელია.

რუსეთის მომავალი პრემიერი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევა - არის ჰოკეისტთა ცენტრალური სპორტული კლუბის (ЦСКА) დამკვირვებელთა საბჭოს წევრი, ითვლება აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სახელმწიფო სამსახურისა და სახალხო მეურნეობის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

53 წლის მიხეილ მიშუსტინის ჰობი სპორტი (ჰოკეი) და მუსიკაა, იგი მშვენივრად უკრავს როიალზე. დაჯილდოებულია საპატიო ორდენით (2012 წელს), ორდენით "სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის" (2015 წელს), მიღებული აქვს რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერის მადლობები წაიკითხეთ ვრცლად: ვინ არის მიხეილ მიშუსტინი - ახალი მარიონეტი პუტინის "პანდორას ყუთიდან"?

ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

სენატმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი გაიყიდა - ვინ არის 50 მილიონ დოლარიანი ძვირფასი ქვის მფლობელი?