ავტორი:

"ვწუხვარ, რომ ჩემს ძმას ვეღარ ჩავეხუტები, როგორც ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდით“ - პრინც უილიამის პირველი კომენტარი ძმის გადაწყვეტილებაზე

"ვწუხვარ, რომ ჩემს ძმას ვეღარ ჩავეხუტები, როგორც ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდით“ - პრინც უილიამის პირველი კომენტარი ძმის გადაწყვეტილებაზე

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალი გრძელდება. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის წევრის სტატუსსა და პრივილეგიებზე უარის თქმა გადაწყვიტეს, რამაც ბრიტანელთა უმეტესობა, მათ შორის, ოჯახის წევრები გაანაწყენა. მომხდართან დაკავშირებით, harpersbazaar.com პრინც ჰარის ძმის, პრინც უილიამის პირველ კომენტარს ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომავალი მეფე წუხს თავისი ძმის გადაწყვეტილების გამო, რადგანაც ჰარისთან დაშორება უწევს. უილიამი იმედოვნებს, რომ ისევ იპოვნიან გზას, რომელიც კვლავ ერთ გუნდად აქცევთ.

როგორც "ჰარპერსბაზარი" წერს, კემბრიჯის ჰერცოგი, უილიამი ამის შესახებ მეგობარს ესაუბრა, რომელმაც გამოცემას უთხრა, რომ მომავალი მეფე ეძებს გზას, რათა მხარი დაუჭიროს ჰარის და სამეფო ოჯახში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი იპოვნოს.

"მთელი ცხოვრება ჩემი ძმის მხარდამხარ ვიყავი, ერთმანეთს ხელს ვხვევდით და ახლა მას ვეღარ ჩავეხუტები ისე, როგორც ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდით. ერთმანეთს დავშორდით. ამის გამო ძალიან სევდიანი ვარ. ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია და რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მათი მხარდაჭერაა და იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, როცა ჩვენ ისევ ერთ ხმაზე ვიმღერებთ. მე მინდა, რომ ყველა ერთ გუნდში ვიყოთ“, - ციტირებს გამოცემა პრინც უილიამის სიტყვებს.

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარის თქმას და მუშაობით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას აპირებენ, - ამის შესახებ წყვილმა საზოგადოებას "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდის საშუალებით აცნობა.

მეგანისა და ჰარის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი აპირებენ დროის ნაწილი დიდ ბრიტანეთში, ნაწილი კი, ჩრდილოეთ ამერიკაში გაატარონ.

წყვილის განმარტებით, დედოფლის მიმართ თავიანთი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნას აპირებენ.

"მოდერნას“ ვაქცინა კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია - რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევამ

რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა - "წარმოუდგენელი სიცხეა.. გარეთ ვერ გავდივართ"

კიმ ჩენ ინის წონაში კლების გამო, ჩრდილოეთ კორეელები "დამწუხრებულნი" არიან - "როცა დავინახეთ, ყველამ ტირილი დავიწყეთ"