ავტორი:

"იდუმალი და სევდიანი გამოვიდა..." - ზაზა ურუშაძის ხსოვნას ქართველმა ფლორისტმა უძველესი კინოფირით შექმნილი ნაძვის ხე მიუძღვნა

"იდუმალი და სევდიანი გამოვიდა..." - ზაზა ურუშაძის ხსოვნას ქართველმა ფლორისტმა უძველესი კინოფირით შექმნილი ნაძვის ხე მიუძღვნა

ფლორისტი ქეთი ჯანხოთელი თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. დეკორატორი მუდმივად ახლის ძიებაშია და საქმე, რომელიც უყვარს, ხელოვნების რანგში აჰყავს...

ბუნებრივი თუ სხვადასხვა მასალისგან საახალწლოდ არაერთი საინტერესო კომპოზიცია შექმნა და ქმნის, მათ შორის, ნაძვის ხის ახლებური ვარიანტები. ამჯერად, ჩვენი ყურადღება იმით მიიპყრო, რომ მისი ერთ-ერთი ნაძვის ხე 2019 წელს მოულოდნელად გარდაცვლილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ხსოვნას მიუძღვნა...

AMBEBI.GE ქეთი ჯანხოთელს ესაუბრა:

"ახალ წელს ბევრი ხელოვანი იწონებს თავს საკუთარი ხელნაკეთი საახალწლო დეკორაციებით. მათ შორის, მეც. როგორც ფლორისტი, ამისათვის ხშირად ბუნებრივ, ცოცხალ თუ გამომშრალ მცენარეებს ვიყენებ...

როგორც დეკორატორს კი, უფრო უცნაური მასალები, ფერები და ფაქტურა მაინტერესებს, ამიტომ, ხშირად მივმართავ სხვადასხვა წარმომავლობის ნივთს და დეტალს, რომელთა საშუალებითაც მრავალფეროვან ნაძვის ხეებს ვაწყობ, გირლიანდებსა თუ სათამაშოებს.

ნიჟარების ნაძვის ხე

ახალი წლის ეს სიმბოლო როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც საუკეთესო ემოციებთან არის დაკავშირებული და ნაკეთობაში უამრავ სახასიათო თემასთანაც ვაკავშირებ. თუმცა, წელს ერთ-ერთი ნაძვის ხე განსაკუთრებულად იდუმალი და სევდიანი გამომივიდა. მასალა, რომლითაც ის დავამზადე, ნახევარსაუკუნოვანია, უძველესი კინოფირი, რომელსაც მოგეხსენებათ, მუქი შეფერილობა აქვს.

ამ ნაძვის ხის დასრულების მომენტი დაემთხვა ყველასთვის საყვარელი და საამაყო რეჟისორის - ზაზა ურუშაძის უეცარ გარდაცვალებას, რის გამოც ეს ყველაფერი ასოციაციურად სწორედ მასთან დავაკავშირე...

რადგანაც მასალა კინოფირია, ეს როგორც კინორეჟისორს ასოციაციურად მის საქმიანობასთან განასახიერებს, ნაძვის ხე თავისი მუქი შეფერილობით კი რეჟისორის გარდაცვალების დროს და სამგლოვიარო ფერს უკავშირდება.

კინოფირის სიძველეც კი მის ასაკს, 53 წელს უახლოვდება და ისღა დამრჩა, დეკორაციას მანდარინები მივუწყო, რომლებიც ამ ასოციაციურ კავშირს უფრო გაამძაფრებდა და შეკრავდა.

"მანდარინები" ხომ რეჟისორის ერთ-ერთი ბოლო, "ოსკარის" ნომინანტი ფილმია, რომლითაც ის საქართველოს და მთელს მსოფლიოს დაამახსოვრდება...

ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით "ექიმი ხის" სამკურნალო თვისებებზე

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ახალ წელს რუსი მილიარდერის სასახლეში შეხვდნენ - როგორია 14 მილიონიანი ვილა? (+ფოტოები)

სამეფო წყვილების ისტორიები, რომლებმაც ტიტულს სიყვარული ამჯობინეს