ავტორი:

იაპონელი მილიარდერი ეძებს მეგობარ გოგონას, რომელთან ერთადაც მთვარეზე იმოგზაურებს - "მინდა ცხოვრების პარტნიორი ვიპოვო"

იაპონელი მილიარდერი ეძებს მეგობარ გოგონას, რომელთან ერთადაც მთვარეზე იმოგზაურებს - "მინდა ცხოვრების პარტნიორი ვიპოვო"

იაპონელი მილიარდერი იასაკუ მაეზავა ეძებს „განსაკუთრებულ ქალს“, რომელიც მასთან ერთად ილონ მასკის მისიაში ჩაერთვება და მთვარის გარშემო იმოგზაურებს. ამის შესახებ theguardian.com წერს.

იაპონიაში ყველაზე მსხვილი გაყიდვების კომპანიის, Zozo-ს დამფუძნებელი შესაბამის ქალზე კონკურსს აცხადებს. შერჩეული კანდიდატი 2023 წელს კოსმოსში მასთან ერთად გაფრინდება.

44 წლის მილიარდერი მეგობარ გოგონას ახლახანს დაშორდა. მისი საყვარელი ქალი მოდელი და მსახიობი აიამე გორიკი იყო. მარტოხელა მილიარდერი კი ამბობს, რომ ახლა ახალი სიყვარულის პოვნა სურს. იასაკუ მაეზავას თქმით, საყვარელ ქალს თავის ფულსა და სოციალურ სტატუსს გაუზიარებს.

"44 წლის ვარ და თითქოს ცხოვრებას თავიდან ვიწყებ. ვამჩნევ, რომ მარტოობისა და სიცარიელის გრძნობა მერევა და ეს არ მომწონს, ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ის არის, რომ მინდა მიყვარდეს მხოლოდ ერთი ქალი. მინდა ვიპოვნო ცხოვრების პარტნიორი“, - ამბობს მილიარდერი.

ქალის ასაკი, რომელიც მასთან ერთად ილონ მასკის SpaceX-ის პროექტს შეუერთდება, 20 წელს უნდა აღემატებოდეს, უნდა იყოს მხიარული და პოზიტიური და უნდა აინტერესებდეს კოსმოსში მოგზაურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 17 იანვარია, ხოლო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ შეარჩია იაპონელმა ბიზნესმენმა, მარტში გამოქვეყნდება.

"რა პრობლემა აქვს მაკრონს მუსლიმებთან? მას ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"

ქვეყნები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსის რეკორდული დღიური ახალი შემთხვევები დაფიქსირდა