ავტორი:

"სექსი დიდ ქალაქში": ფეხბურთელებმა 22 იტალიელი მოდელი სპეციალური რეისით ინგლისში ჩაიყვანეს  - სკანდალური ღამის დეტალები

"სექსი დიდ ქალაქში": ფეხბურთელებმა 22 იტალიელი მოდელი სპეციალური რეისით ინგლისში ჩაიყვანეს  - სკანდალური ღამის დეტალები

ინგლისური საფეხბურთო კლუბის, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებმა "ასტონ ვილასთან" გამარჯვება გრანდიოზულად აღნიშნეს.

პრემიერ ლიგის ჩემპიონებმა სასტუმრო დაიქირავეს, სადაც ღამე 22 იტალიელ მოდელთან ერთად გაატარეს. ერთი ღამით გართობა მათ 150 ათასი ფუნტი დაუჯდათ. ამის შესახებ გამოცემა the Sun წერს.

გამოცემის ცნობით, მოდელები ბრიტანეთში სპეციალური რეისით გადააფრინეს.

მოდელებს შორის იყო ტელეწამყვანი ჩიარა ჯიუფრიდა, ასევე "ინსტაგრამის“ ვარსკვლავები, მოდელები პიერა ორდინი და ამანდა ბეზერა. მათ "ინსტაგრამზე“ თავად გამოაქვეყნეს ინგლისში, სასტუმროში გადაღებული ფოტოები.

ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ ერთობიან გოგონები და როგორ იღებენ სიამოვნებას სასტუმროს სპა სალონში. აღსანიშნავია, რომ არცერთ ფოტოზე თავად ფეხბურთელები არ ჩანან.

ამ ამბავს სკანდალი მოჰყვა იტალიაში. როგორც იტალიური ყვითელი პრესა წერს, მოდელებს პრობლემები შეექმნათ მეგობარ მამაკაცებთან, რომლებმაც მათი ინგლისში ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდნენ. როდესაც იტალიაში დაბრუნებულ მოდელებს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ და ვისთან ერთად იმყოფებოდნენ ბრიტანეთში, მათ კითხვებს არ უპასუხეს.

The Sun-ის ცნობით, ფეხბურთელებს ამ ტიპის გართობისთვის მთავარი მწვრთნელისგან, პეპ გვარდიოლასგან სპეციალური ნებართვა ჰქონდათ.

მაღალ მთაში -20 გრადუსია მოსალოდნელი, გაძლიერდება ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ

7 თებერვლამდე ვენერა თევზებშია - ვის რა ელის სასიყვარულო ასპარეზზე და როგორ იმოქმედებს ეს დრო ჩვენს ფინანსებზე