ავტორი:

როდის გაიხსნება ცხინვალის "საზღვარი"? - ანატოლი ბიბილოვის კომენტარი

როდის გაიხსნება ცხინვალის "საზღვარი"? - ანატოლი ბიბილოვის კომენტარი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, საქართველოსთან „საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე წნელისთან „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის.

რუს „მესაზღვრეებთან“ შეხვედრისას ცხინვალი დე ფაქტო ლიდერმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„და თუ ჩვენ გვაქვს პრობლემები ზნაურის რაიონში, მაშინ ეს პრობლემები ყველა რაიონს ეხება. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში პრობლემები არსებობდეს, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ებრძოლეთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს. ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად. ამიტომ, რაზდახანში საზღვარი დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოში უკანონო საგუშაგოს მოხსნა ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რატომ შეელია პუტინი სურკოვს - რუსეთის პრეზიდენტმა უკრიანასა და აფხაზეთის რეგიონში თავისი "მარჯვენა ხელი" გაათავისუფლა

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი